in

დევიდ ჰესელჰოფი ცოცხალია და ვიღაცებს მოპედით დასდევს – Mobile.de-ს კამპანია

ეს კაცი არ ბერდება. ყველაზე მთავარი მაშველი კვლავ ეკრანზეა. 80-იანი წლების სატელევიზიო ვარსკვლავი დევიდ ჰესელჰოფი, Knight Rider-ის გმირი Mobile.de-ს რეკლამაში მოპედზე დასვეს. ამჯერად, მისი პერსონაჟი კრიმინალებს ამ ტრანსპორტით დასდევს და ცდილობს, რაინდის როლი აქაც ითამაშოს, თუმცა, ეს არც ისე მარტივია, რადგან მის მოტოციკლს სიმძლავრე არ ჰყოფნის. რეკლამაზე სააგენტო Achtung-მა იმუშავა. კამპანია ავტოპორტალ Mobile.de-ს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ვიდეო გერმანულ ენაზეა, მაგრამ ვიმედოვნებთ, სიუჟეტის გაგება არ გაგიჭირდებათ.

https://www.youtube.com/watch?v=iByp3UoloAM

 

რაც შეეხება სერიალ “მაშველებს”, ვისაც ნოსტალგია შემოგაწვათ, ერთად გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები:

MarketinGo – Youtube-არხი პროფესიული და პიროვნული განვითარების წიგნებზე

როგორ გამოიყურება სტრესი?