in

დავით მიზანდარის მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისაგან დაცვის ელექტრონიღაბი

მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღბის პირველი პროტოტიპი, 3D პრინტერის საშუალებით, ზუსტად 48 საათში დამზადდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ფილტრითა და UV (ულტრაიისფერი) სტერილიზატორით მუშაობს, დანარჩენი ნაწილები გზაშია და ავტორი იმედოვნებს, რომ მას სრულად დაამთავრებს, როგორც პირველ proof-of-concept-ს.

იდეის ავტორი დავით მიზანდარია – „ბილეთები.ჯის“ თანადამფუძნებელი, პირველი 3D ქვევრის თანაავტორი, „ჯეოსელის“ ყოფილი ბიზნეს განვითარების მენეჯერი, აშშ-ის სამედიცინო კომპანია Soundhealthinc-ის მთავარი დეველოპერი. პროფესიით კი, ენერგეტიკოსია. 

პროტოტიპის გამოცდისა და იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ ელექტრონიღაბი ნამდვილად მუშაობს, შემდეგი ნაბიჯი მისი იმპლემენტაციაა. სახელმწიფოს დაინტერესების შემთხვევაში, დავით მიზანდარი მხარდაჭერისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და ვარაუდობს, რომ ელექტრონიღბების აწყობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მალევე იქნება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, პროექტის განხორციელებისთვის ე.წ. ქრაუდფანდინგს მიმართავს.

გარდა ამისა, როგორც დავით მიზანდარი ამბობს, ასეთი მოდულები შეიძლება, საავადმყოფოებში ჰაერის აპარატებისთვის ცალკე ბლოკებად დამზადდეს იმისთვის, რომ პაციენტი რაიმეს გადადებისგან დაცული იყოს.

რაც შეეხება იდეას, დეტალურად გიზიარებთ:

დავით მიზანდარი: დავაკავშირე ჰაერის ფილტრაციის/სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დიდი ხანია, პრაქტიკაში და სხვადასხვა აპარატურაში გამოიყენება, ესენია: ჰეპა ფილტრი, ჰაერის იონიზატორი და ულტრაიისფერი ნათება.

ნიღაბს აქვს ვირუსებისგან დაცვის რამდენიმე ბარიერი:

  • შემოსული ჰაერი ჯერ იფილტრება ჰეპა და ნახშირის ფილტრის საშუალებით, რომელზეც ძლიერი დიოდის საშუალებით ხდება UV-C (254 nm) ნათება და ფილტრის შიდა და გარე ზედაპირის მუდმივი სტერილიზაცია;
  • შემდეგ ჰაერი გადადის დახვეულ მილაკში, რომელიც შიგნიდან დაფარულია ვერცხლის იონებით, რის შიგნითაც, ასევე, ხდება UV-C (254 nm) ნათება და ჰაერის მუდმივი სტერილიზაცია;
  • საჰაერო მილაკის ბოლოს, ჰაერი გადის იონიზაციის კამერას, სადაც ჰაერის ნაწილაკები იმუხტებიან უარყოფითი იონებით და კიდევ ერთხელ ახდენენ დარჩენილი ბაქტერიების ან დამაბინძურებელი ალერგენების ან მტვრის უმცირესი ნაწილაკების საბოლოო განეიტრალებას.

საბოლოო ჯამში კი, მივიღებთ 99.9%-ით სუფთა ჰაერს.ნიღაბში მოთავსებულია აკუმულატორი, რომელიც ერთი დატენვით მას 8-12 საათი მუშაობის საშუალებას მისცემს.

მათ ვისაც, აქვთ სუნთქვის უკმარისობა, ან საჭიროა მეტი ჰაერი ფიზიკური დატვირთვის დროს, ნიღაბს აქვს BOOST AIR-ჩართვის ფუნქცია, რაც ჰაერის ნაკადის მიკროძრავით ავტომატურ მიწოდებას ახორციელებს სუნთქვის რიტმის მიხედვით.

ნიღაბს აქვს ორი ცალი გამშვები სარქველი, რომელიც გამოსუნთქულ ჰაერს მთლიანად გაუშვებს გარეთ და არ მოხდება მასში კონდენსატის წარმოქმნა.

ნიღაბს, ასევე, გააჩნია გარე UV-C ნათება მიმმართველით, რაც სხვა ნივთების სტერილიზაციაში დაგეხმარებათ (ტელეფონი, საფულე, კარის სახელური და ა.შ.).

ნიღბის გაწმენდა შესაძლებელია სველი ან სპირტიანი ხელსახოცით, ადვილად ეცვლება ჰეპა ფილტრი.

ელექტრონიღბის სახის ფორმა (რელიეფი) აღებულია ინტერნეტიდან.

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

როგორ ვმართოთ პროცესები სწორად, გაურკვეველი მომავლის მიუხედავად