in , ,

დევიდ ოგილვი – ცნობილი გამონათქვამები (ნაწილი მეორე)

დევიდ ოგილვიჩვენ უკვე შემოგთავაზეთ დევიდ ოგილვის ცნობლი გამონათქვამები. ვაგრძელებთ ოგილვის თემას და გთავაზობთ გამონათქვამების მეორე ნაწილს.

პირველი ნაწილის სანახავად გადადით ბმულზე – დევიდ ოგილვი – ცნობილი გამონათქვამები

  • “თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, მხოლოდ კრეატიულობა არაფერს ნიშნავს თუ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი არ იყიდება.”
  • “რეკლამის მიზანი მომხმარებლის გართობა არაა, რეკლამის მიზანი მომხმარებლისთვის პროდუქტის მიყიდვაა.”
  • “ჩემთვის რეკლამა ხელოვნება არაა და არც გართობის ხერხი, მთავარია საინტერესო იყოს და მაყურებელი ნახვის შემდეგ მაღაზიაში გაიქცეს.”
  • “ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა სარეკლამო ლექსიკონში – ტესტია. ჩაატარეთ რეკლამის ტესტირება და პროდუქტის წარმატება უფრო რეალური გახდება.”

  • “ერთ დღეს თუ აღმოაჩენთ რომ კარდინალსაც და მებაღესაც ერთნაირი ენით ელაპარაკებით, ყველაფერი დამთავრებულია. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა მიდგომა ესაჭიროება.”
  • “ძლიერი სამარკო ნიშანი მხოლოდ ძლიერ და ხარისხიან პროდუქტს არ ნიშნავს. დაარქვით რაც გინდათ, თუნდაც აურა, თუნდაც მაგნიტი მაგრამ თქვენს პროდუქტს უნდა ჰქონდეს რაღაც რაც მომხმარებელს მიიზიდავს.”
  • “რამდენჯერ გვინახავს რეკლამის უკან ამოფარებული საეჭვო პროდუქტი. რეკლამა პროდუქტს ხარისხიანს ვერ გახდის!”
  • “არსებობს მოსაზრება, რომ ფასი მკაცრი გათვლებისგან ჯამდება. არ დაიჯეროთ ფასი მაღლიდან მოდის.”
  • “რატომ ირჩევს ერთი Jack Daniel’s, მეორე Old Grand-Dad-ს, ხოლო მესამე Taylor-ს. დაგემოვნებული სამივე შეიძლება გქონდეს და აქედან  რომელიც მოგეწონება ის აარჩიო. არა! ვისკის იმიჯის მიხედვით ირჩევენ და არა გემოს მიხედვით.”
  • “წარმატებული რეკლამა – ზუსტად გადმოცემული სარეკლამო მიმართვაა და სწორად არჩეული მედია საშუალება.”
  • “საშუალოდ სათაურს 5ჯერ უფრო ხშირად კითხულობენ ვიდრე ტექსტს. მომხმარებლის პირველი ყურადღება სათაურისკენაა მიმართული. თუ ვერ შეარჩევთ სწორ სათაურს ჩათვალეთ თანხის 80% დაკარგულია.”
  • “როგორ გავიგოთ კარგი იდეა შეგხვდათ თუ არა?! დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები  – გაოცდით პირველად რომ ნახეთ? მოგინდათ თქვენი იდეა ყოფილიყო?  შეძლებს ეს იდეა  30 წელი  პროდუქტი გაყიდოს?”
  • “არასდროს გამოიყენოთ შავი ფონი.”



Think different? Apple-ის ახალი რეკლამა საპირისპიროზე მეტყველებს

ეკო-ფუდის სამართლიანი კონკურსი (?)