12
ნოე
2016

168 ხე დავით სარაჯიშვილის 168 წლის იუბილესთან დაკავშირებით!

12 ნოე 2016

“ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი ადამიანი. ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო მილიონების პატრონი.” ეს იყო დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც იყო ცნობილი ქართველი მეწარმე და მეცენატი, დიდი საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელგანთქმული მრეწველი და ქველმოქმედი.

BOG PLUS

დავით სარაჯიშვილის უდიდესმა სურვილმა და  დაუღალავმა შრომამ შექმნა პირველი ქართული ღვინის ბრენდი. სწორედ ამ ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი კლასიკური ტექნოლოგიით  კონიაკის წარმოებას საქართველოში. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს, კი პირველი პროდუქტიც გამოუშვა. 132 წლის წინ დაწყებული ტრადიცია დღესაც გრძელდება.

დავით სარაჯიშვილი 168

2016 წლის 11 ნოემბერს მნიშვნელოვან ტრადიციას დაედო საფუძველი და კომპანია სარაჯიშვილის თაოსნობით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე 168 ახალი ხე – ნეკერჩხალი და ფიჭვი დაირგო, რომელიც იდეალურია ამ ადგილისთვის.

_IG_6671ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ბორჯომის რაიონის პლატოს ტერიტორიაზე დაიწყო ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის პროექტი. პროექტის პირველი მონაწილე სწორედ კომპანია სარაჯიშვილია, რომლის სიმბოლური აქციითაც აიღო სააგენტოს ინიციატივამ სტარტი.

ეს სიმბოლური აქცია დავით სარაჯიშვილის დაბადების 168-ე წლისთავს უკავშირდება და ამ ფორმით მოხდა დიდი მეცენატისა და მეწარმის დაბადების დღის აღნიშვნა. პროექტის ავტორების განცხადებით ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ყოველწლიურად 11 ნოემბერს ხეების ის სიმბოლური რაოდენობა დაირგვება, რამდენი წლისაც თავად დავით სარაჯიშვილი გახდებოდა.

განხილვა