დევიდ შიკი ავსტრიაში Raiffeisen Bank International-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იგი ხელმძღვანელობს საცალო ვაჭრობას და ოპერაციებს, მას დიდი გამოცდილება აქვს საცალო და კორპორატიულ ბანკინგში, ისევე როგორც ქონების მართვის, დაზღვევის და ბარათების მიმართულებით.
ექსკლუზიურად მარკეტერისთვის დევიდი გვესაუბრება საცალო ბანკინგის მნიშვნელობაზე და გვიმხელს თუ რას უნდა მოელოდეს დამსწრე საზოგადოება ღონისძიებიდან, რომელიც 27 მაისს თბილისში ჩატარდება.
საერთაშორისო საცალო საბანკო მომსახურების ფორუმზე თქვენ ისაუბრებთ თუ როგორ უნდა მოხდეს მრავალმხრვი სტრატეგიის ინტეგრაცია, მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მოდელით, გვითხარით ამის შესახებ უფრო მეტი
იმისათვის რომ ორგანიზაცია გახდეს მომხმარებელზე ორიენტირებული, საჭიროა მთელი ბიზნესი მომხმარებლის ირგვლივ იყოს ორგანიზებული და კარგად ესმოდეს მისი. ჩემს პრეზენტაციაში სწორედ ამაზე ვისაუბრებ და ვაჩვენებ მსმენელებს თუ როგორ შეძლებენ საცალო-სამომხმარებლო ბანკები მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.
რით განსხვავდება Raiffeisen-ის საცალო ბაზარზე მოქმედი სხვა ბანკებისაგან?
მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენი საქმიანობა ძალიან განსხვავდება, ჩვენ გვაქვს 3000 ფილიალი 15 ქვეყანაში. ჩვენ სხვადასხვა სეგმენტზე ვმუშაობთ, მასობრივი, პრემიუმი, მცირე და საშუალო ბიზნესი. გეოგრაფიულად RBI ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაზეა ორიენტირებლი. შედეგად ჩვენ გვაქვს ძალიან ცნობადი ბრენდი და ძალიან კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებელს.
რა ტენდენციებია ამჟამად ამ სფეროში, რომელიც ძირეულად ცვლის ბანკის როლს და გარდაქმნის საცალო მიწოდებას?
დღესდღეობით გაზრდილია რეგულაციები, ძალიან დიდი დრო ეთმობა მომხმარებელზე ორიენტაციას და მნიშვნელოვნად გაიზარდა ტექნოლოგიების როლი საბანკო სფეროში.
ცხადია, რომ მობილური და ინტერნეტ ბანკინგი აგრძელებს ზრდას. რას ნიშნავს ეს ბანკებისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით?
ეს ნიშნავს, რომ საბანკო სამყარო იზრდება, ხდება უფრო კომპლექსური და უფრო მრავალ პროფილიანი, ამ დროს საცალო გაყიდვების კუთხით სხვადასხვა არხების კოორდინაცია არის უმნიშვნელოვანესი ბანკებისთვის, რომლებიც ცდილობენ გახდნენ ლიდერები ბაზარზე და იყვნენ მსოფლიო დონის ბანკებს შორის. კოორდინაცია ფასებზე, გზავნილებზე, პროდუქტების შეთავაზებაზე, ტრენინგები და ა.შ
გათვალისწინებით თანამედროვე ტექნოლოგიური მიმდევრობებისა – როგორი იქნება მომავლის მომხმარებელი ?
მომავლის მომხარებელი, რაღაც დოზით უკვე აქ, ჩვენთან არის. ის არის ძირითადად 30 წლამდე ახალგაზრდა, მისი შეხება ფასეულობებთან არის უფრო გაწონასწორებული, უფრო “ლაითი”, თანამედროვე ტექნოლოგიებით( მობილური ბანკინგი), ბანკმაც უკვე იცის მისი შეხედულებები, არჩევანი და მოთხოვნები
რა ძირეული გამოწვევების გადალახვა უწევთ ბანკებს საცალო ბაზარზე ?
მიმდევრობები: ზრდადი რეგულაციები, მარჟის კლება, ფოკუსი მომხარებელზე და ტექნოლოგიებზე, გარდა ამისა მე ვიტყოდი , რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა: მობილური ოპერატორები, საცალო მოვაჭრეები, სწრაფი გადახდის კომპანიები, სოციალური სავაჭრო ურთიერთობები – მაგ. ინტერნეტით კომპანიების საფონდო დაფინანსება გამონახვა გზებისა, რომ ბანკები ჩამოყალიბდნენ ახალი მოწინააღმდეგეების პარტნიორებად ან/და შექმნან სტრატეგიული უპირატესობა. ყველა ეს გამოწვევა ბანკებმა უნდა დაძლიონ.
და ბოლოს ყოფილხართ ოდესმე თბილისში?
მე პირველად მიწევს საქართველოში და თბილისში ჩამოსვლა, ძალიან მაინტერესებს და მიხარია რომ მაქვს ეს შესაძლებლობა.
პირველი საერთაშორისო საბანკო ფორუმი თბილისში 27 მაისს ჩატარდება, მისი ორგანიზატორია კომპანია P World საქართველოს ბანკთან ერთად. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკების ასოციაცია, მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge. მედიაპარტნიორები Georgia Today და რადიო ფორტუნა.
დეტალური ინფორმაციისათვის და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
http://www.thepworld.com/pevents/event/51/the-international-retail-banking-forum-tbilisi