in ,

დავით აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა 9 საუკუნის შემდეგ!

გრაფიკულმა დიზაინერმა, სერგი დევრისაშვილმა, იგივე Derby, 2018 წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას, დავით აღმაშენებლის ლოგო და პოსტერი შექმნა, რომლის ფერები და გეომეტრიული ბადე ინსპირირებულია დავით აღმაშენებლისდროინდელი დროშით.

„ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლას ეწოდა – დღეს, როდესაც დავით აღმაშენებლის 56 000-იანმა ლაშქარმა თურქ-სელჩუკთა 300 000-იან ჯარს სძლია.

წესით, ეს პოსტი 12 აგვისტოს უნდა დამედო, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ლოგო სწორედ ამ დღის განწყობით შემექმნა. ეს დღესასწაული ჩემთან ახლოსაა, რადგან წარმოშობით მანგლისიდან ვარ, ამ მხარეში, ყოველწლიურად, აღინიშნება დიდგორობა, დიდგორის ველზე. მსურდა, ის ემოციები, რასაც ეს დღე ჩემთვის ატარებს, ჩამექსოვა ერთ მინიმალისტურ ლოგოში, – სერგი დევრისაშვილი.

ლოგო და პოსტერი გამოქვეყნდა 2018 წლის 18 აგვისტოს.

Tonal – პერსონალური მწვრთნელის ფიტნეს სისტემა, ანუ თუ ვარჯიში გინდა, ამას სახლშიც მოახერხებ

ოთხი სეზონის კოლექცია Coca-Cola-ს ლოგოთი – „კოლას“ კოლაბორაცია ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდთან