17
მაი
2018

“ესაა ჩემი წილი იაპონია!” – დავით ტყემალაძის ფოტორეპორტაჟი იაპონიიდან

17 მაი 2018

ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ, – იაპონიის ამ ოთხი კუნძულის სახელი ლექსივით გვქონდა გაზეპირებული სკოლაში. კიდევ ვიცოდით, რომ მიწისძვრა იცის ხშირად და მოსახლეობა გარეგნობით ჩვენ არ გვგავს… და კიდევ ჰიროსიმა და ნაგასაკი. ცოტა მოგვიანებით, სანატრელი ნივთები და ბრენდები „სონი“, „პანასონიკი“, „ტოიოტა“ და ა.შ. ამის მერე ბევრი დრო გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის ისიც, რომ მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება გამარტივდა… ჰოდა, მეც მოვხვდი იაპონიაში. ფრენის რომ მეშინია, ვინც მიცნობს, ყველამ იცის. იაპონიამდე ფრენის ორჯერ უფრო მეშინია… ან 10 ჯერ. იაპონიიდან დაბრუნებულს ყველაზე ხშირად ერთ სტანდარტულ, მაგრამ ბევრის მთქმელ კითხვას მისვამენ: – „სხვაგან არიან ეგენი, ხოოო?!“ ძნელია ახსნა, „სად სხვაგან“, მაგრამ მართალია, რომ „სხვაგან არიან“. ცოტა მოკრძალებით უცხო ხალხთან და უფრო თამამად – მეგობრებთან, ვიწყებ ჩემი შთაბეჭდილებების, მათ შორის, გამორჩეულად, კულინარიული აღმოჩენების და რაც მთავარია, ჩემო ფოტოების გადმოლაგებას. იაპონიაში მესამე ვიზიტის შემდეგ, მგონია, რომ რაღაცები სხვანაირად დავინახე, რაღაცები თითქოს სხვანაირად „დავამუღამე“, უფრო გავშინაურდი, უფრო ახლოს მივედი, ცოტათი, რა თქმა უნდა, იქაურ არქიტექტურასთან, განსხვავებულ ქცევასთან, საუბრის მანერასთან, ურთიერთობებთან, კულინარიასთან (ისევ კულინარია), ჩაცმის სტილთან…

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

დავით ტყემალაძე

იმ შორეულ ქვეყანში ყოფნის დროს, ვცდილობდი, მარტო ჩემი კი არა, ჩემი მეგობრების, ჩემი შვილის, მამაჩემის და განსაკუთრებით, ჩემი დიდი ბაბუის ძმის, კაცია ტყემალაძის თვალითაც დამენახა და მეგრძნო ეს გასაოცარი ქვეყანა. კაცია ტყემალაძე რუსეთ-იაპონიის და მოგვიანებით, იაპონია-კორეის ომის მონაწილე იყო, რომელიც პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქართველი იქნებოდა, ვინც 1904-1915 წლებში იძულებით მოხვდა ამ შორეულ და უცნაურ ქვეყანაში, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა, რომელმაც კაციას საოცარი სევდით და ცრემლით სავსე ლექსები დააწერინა იქურ ხალხზე, სამშობლოზე, უფალზე…

უზომოდ პუპულარული ანიმაციური გმირები და ყველაზე მოხერხებული ტრანსპორტი ტოკიოში

იაპონიაში ყოფნისას, არასოდეს მქონია საკმარისი დრო ჩემთვის, ანუ ფოტოგრაფიისთვის. სულ რაღაცას ვიღებ, მაგრამ სულ რაღაც მაკლია მაინც, ან „ისე“ ვერ გადავიღე. რაც გადავიღე, ჩემი წილი იაპონიაა და აქ მაქვს. ამ ძალიან მცირედს, ტოკიოში გადაღებულ ჩემს ფოტოებს ვამზეურებ და გიზიარებთ ნანახსა და განცდილს. ვისაც მოეწონება, იცოდეს, რომ ჩემი წილი იაპონია მისთვისაც მიჩუქებია: სხვანაირი სისუფთავე, გულწრფელობა, უჩვეულო თავაზიანობა – გამორჩეული ქცევები, ჰარმონიულობისკენ სწრაფვა – ბუნებასთან კავშირი, საიმედოობა და სტაბილურობა, პროგრესი – თავდაუზოგავი შრომა, მარტოსულები, – მოკლედ, აი, ეს არის ჩემი მცირედი იაპონიის კიდევ უფრო მცირედი. ეს არის, რაც ვიგრძენი და რაც წამოვიღე აქ, საქართველოში.

ავტორი: დავით ტყემალაძე

საკმაოდ ხშირი სანახაობა. თვლემენ სადაც კი ამის შესაძლებლობა იქნება

მობილურის გარეშე მათაც არ შეუძლიათ

ტოკიოს ერთ ერთი ცენტრალური ქუჩა “გინზა”, შაბათობით, ფეხით მოსიარულეთათვის იკეტება

ისევ გინზას ქუჩა – იმართება სხვადასვა სახელდახელო სანახაობა და ატრაქციები, რასაც სხვა დღეებში ვერ ნახავთ

ეჭვნარევი მზერა გინზას ქუჩიდან

ეს ფოტო ყველაზე ძალიან მომწონს

ეჭვნარევი მზერა ნოგიზაკას ქუჩიდან

სეისმურად ძალიან აქტიურია ეს რეგიონი და ტოკიოც შესაბამისად. მიუხედავათ ამისა, ცათამბრჯენები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა აქ და თანაც გასაოცარი, ლამაზი, არააგრესიული

ჰამარიკუს ბაღები. შუა ქალაქში ერთერთი ულამაზე ბაღია. აქ სპეციალურად წავედით, რათა (“უცნაური”, ჩვენი გაგებით) მწვანე ჩაი დაგველია. შესასვლელში კი, ტრადიციულად, ფეხზე გავიხადეთ.

ჰამარიკუს ბაღები

კონსისტენციით, გემოთი, ფერით – მოკლედ ყველანაირად განსხვავებული მატჩა ან მაჩა – მწვანე ჩაი.

ტრადიციისა და ძველი წესის დამცველებიც ხშირია ტოკიოს ქუჩებში.

კვების ობიექტი

სამახსოვრო ფოტოების გადაღება. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი სიძე-პატარძალი

ტრადიციული სანახაობა. ღამის 11 საათია და კვლავ ფუტკრებივით მუშაობენ.

სარკეში არეკლილი ტოკიოს ფანტასტიკური არქიტექტურის ფრაგმენტი.

როპონგი მიდთაუნ

სკოლის მოსწავლეები

დილის 5 სთ. ტუნა თევზის ცოცხალი აუქციონი დასრულდა. ცუკიჯი. ტოკიოს განთქმული თევზისა და ზღვის პროდუქტების ბაზარი.

ომოტე სანდოს ქუჩა

საქმის ხალხი

მაკდონალდსში

ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და ღვინის მაგისტრის, კენიჩი ოჰაშის მასტერკლასი

ულამაზესი ბაღი GINZA-SIX- ის ბოლო სართულზე

განხილვა