12
Jul
2016

პლასტმასის ბოთლებისა და სხვა ნარჩენების ადგილი ნაგვის ურნაშია და არა ზღვაში!– სოციალური კამპანია Davidoff–სგან

12 Jul 2016

ოკეანის დაბინძურების დონე დღითიდღე მატულობს. ამ სერიოზული პრობლემის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება სათანადოდ ვერ აღიქვამს, რა როლი აქვს ოკეანეს,ზღვას ან თუნდაც პატარა მდინარეს ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, Davidoff-მა National Geographic–თან თანამშრომლობით, წამოიწყო სოციალური კამპანია “გიყვარდეს ოკეანე”.

ყველაფერი ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონით დაიწყო, რომელიც კომპანიამ სულ შემთხვევით აღმოაჩინა პლაჟის დასუფთავების დროს. ის სერიოზულად წუხდა ამ პრობლემის გამო და ერთგვარ განტვირთვად თვლიდა დღეში, თუნდაც, ერთი საათით სანაპიროს შეძლებისდაგვარად მოწესრიგებას. თავიანთი წვლილის შეტანის სურვილი გაუჩნდათ მეთევზეებსაც. წყლის დაბინძურება მათაც სერიოზულად აბრკოლებს, რადგან, პირველ რიგში, ეს პრობლემა წყლის ბინადრებზე მოქმედებს და მათ განადგურებას უწყობს ხელს.

კამპანიის მეშვეობით, ნელ–ნელა დასუფთავების მსურველებიც გამოჩნდნენ. საქმეში ბავშვებიც ჩაერთნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მათგან უნდა გაიზარდოს ის თაობა, რომელიც გარემოს გაუფრთხილდება.

 

 

პლასტმასის ბოთლების, პარკებისა და სხვადასხვა ნარჩენების ადგილი არ არის ოკეანეში! წყალი სიცოცხლის მომცემია, ამიტომ თითოეული ადამიანის ვალია მის მოვლა და გარემოს დასუფთავებაზე ზრუნვა.

სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ, ექსპერტებმა შავ ზღვას დაბინძურების საგანგაშო დონე დაუსვეს დიაგნოზად, რაც ნამდვილად ძალიან საგანგაშო და ყურადსაღები ფაქტია.

განხილვა