ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარული გახდა პოსტერების კოლაჟი, სადაც პერსონაჟებს, კლასიკური ფერწერის შედევრებიდან, ყოველდღიურ სიტუაციებში ვხედავთ. ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ იაპონელი გრაფიკული დიზაინერის ნამუშევრები, ახლა კი დავით ბიწაძის პოსტერებს წარმოგიდგენთ, სადაც პერსონაჟებს ცნობილი ნახატებიდან, უკვე თბილისის ქუჩებშიც ნახავთ.
დავით ბიწაძე: “ჩემი სურვილი იყო, თბილისის უბნებს, სილამაზისა და სიძველის გარდა, რაიმე ისეთი შეეძინა, რაც ადამიანების დაინტერესებას გამოიწვევდა და იქნებოდა გამორჩეული, რადგან მსგავსი თემატიკით თბილისზე არაფერი ყოფილა აქამდე, ამასთანავე კლასიკურ ნახატებსაც გაეცნობა ხალხი და შეიძლება ახლებურადაც კი აღიქვან, ყოველივე ეს საკმარისი იყო ამ პროექტის გასაკეთებლად”.
ფოტო კრედიტი: