11
Oct
2019

საკუთარ თავში დარწმუნებული თანამშრომელი, მისი სიკეთე და საფრთხე – დავით გოგიჩაიშვილი

11 Oct 2019

ყველა ორგანიზაციაშია ადამიანი, ან არ არის და ზუსტად ასეთს ეძებენ, რომელსაც თავდაჯერებულობა არ აკლია და კრიტიკულ მომენტში, სწრაფად მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას. თუმცა, ხშირად ამ „ფალავანთა“ თვითრწმენა, კომპანიისთვის, მსუბუქად, რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიკეთო ხდება. რა სარგებელი, შეიძლება, მოგიტანოთ ასეთმა თანამშრომელმა და რა ეტაპზე ხდება სახიფათო თქვენი ორგანიზაციისთვის? – ამ თემაზე „მარკეტერისმეორე პოდკასტში დავით გოგიჩაიშვილმა ისაუბრა:

„ერთი მხრივ, თითქოს, კარგია, საკუთარი თავის რწმენა, ცოდნა და გამოცდილება რომ გაქვს. მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, პირიქით იყოს. [იგივე შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაზე], რა მიდგომაც კადრების შერჩევისას არის [აპრობირებული]: გამოცდილი კადრი გვჭირდება თუ მოყვარული, მოტივირებული და ენთუზიასტი, რომელიც ამას ისედაც გააკეთებდა, ფულის გარეშე, ვინც მთებს გადადგამს?! არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებაა, მაგრამ მე ვეკუთვნი ფიქრის იმ სკოლას, რომელიც ამბობს, რომ პროფესიონალებმა ააგეს ტიტანიკი, მოყვარულებმა ააგეს კიდობანი. მოყვარული [სხვანაირად მოტივირებულია]. ყველაზე მოტივირებული და ყველაზე მეტად „მუღამში“ მაშინ არის ადამიანი, როდესაც რაღაცის შესწავლის პროცესშია. [თვითდაჯერებულობასთან დაკავშირებითაც ეს შემთხვევა შეიძლება იყოს]. დანიელ კანემანის მიხედვით, თვითრწმენა ტვინის ხაფანგია, რომელიც შემდეგ ზედმეტ თავდაჯერებულობაში გადაიზრდება, ეს კი [ზედმეტი თავდაჯერებულობა], ხშირად, გაუმართლებელია. [როცა თანამშრომლის ზედმეტი, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა კომპანიისთვის საზიანო ხდება] ვფიქრობ, საკითხი ორგანიზაციული კულტურის ცვლილებით უნდა მოგვარდეს – [ხშირად, ასეთ ადამიანებს შენიშვნის მიმღებლობა არ აქვთ, ამიტომ] მენეჯერმა კი არ უნდა დაისვას ეს თანამშრომელი და უთხრას, მოდი, ამ პრობლემაზე ვილაპარაკოთ – ასე მისი ქცევა არ შეიცვლება, ცვლილება ორგანიზაციული კულტურის კონტექსტში უნდა მოხდეს, ისე, რომ ხელიდან არ გაექცეს [ხელმძღვანელს] სადავეები“.

ამ თემაზე და მენეჯმენტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, მაგალითად, რა როლი აქვს ორგანიზაციაში კონსულტანტს და როგორ უნდა იმუშაოს მან გუნთდან, რა შეიძლება იყოს თანამშრომელთა ძირითადი მოტივატორი, დავით გოგიჩაიშვილსა და ნიკა ტაბატაძეს „მარკეტერის“ პოდკასტში მოუსმინეთ .

 

განხილვა