TEGETA MOTORS-ის მარკეტინგის დეპარტამენტის 14 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, დავით გოგინაშვილმა „კურორტი საირმეს“ კომერციული დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა.
ჩემთვის იმიტომ გახდა ეს პოზიცია უფრო მიმზიდველი, რომ საქართველოში ტურისტული ბიზნესების პოტენციალი მაღალია და წინ მიდის. „კურორტმა საირმემ“ გაიარა მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ცოტა თუ მოიძებნება ევროპაში და ასევე, მსოფლიოშიც ისეთი სასტუმრო, რომელიც კომპლექსურ შეთავაზებას უწევს დამსვენებლებს. გარდა იმისა, რომ კურორტი ბალნეოლოგიურია და გვაქვს, ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრიც, მომხმარებლებს აქტიურ დასასვენებელ სერვისებსაც ვთავაზობთ: ზიპლაინები, თოკების ქალაქი, კვადროტურები და ა.შ. წელს, მსოფლიო ბრენდი, Best Western შემოვიყვანეთ და ზედმეტად ჩავდეთ, დაახლოებით, 10 მილიონ ლარამდე ინვესტირება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი გამოწვევაა და შესაბამისად, მიმზიდველია. გვინდა, ჩვენი კომპლექსური მომსახურებით ისარგებლონ არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ – უცხოელებმაც, – დავით გოგინაშვილი.
„კურორტი საირმე“ „თეგეტა“ მოტორსის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა.












