in

დავით გოგინაშვილი – #პირველისამსახური

davit goginashvili
დავით გოგინაშვილი

პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ბიბლიოთეკარად დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იქ წიგნების სიყვარულმა მიმიყვანა – აქტიური მკითხველი ვიყავი და ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, სამსახური შემომთავაზეს. ეს იყო 24 წლის წინ. იმ დროისათვის მთავარი სირთულე გაუკვალავი გზა იყო, რაც კარიერული განვითარებისას ხშირად ქმნიდა დაბრკოლებებს. არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რაც დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. არ შეგვეძლო ჩვენი სამუშაო მოდელი საერთაშორისო სტანდარტებთან შეგვედარებინა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენივე დაკვირვებიდან და შეცდომებზე სწავლიდან გამომდინარეობდა. სამაგიეროდ, იყო ძალიან დიდი მონდომება და დღევანდელი შედეგებიც ამაზე მეტყველებს. წარმატებას სჭირდება ბევრი კითხვა და შრომა. ადამიანი არის ერთგვარი პროდუქტი, რომელიც მუდმივად უნდა ეცადოს გაზარდოს მისი ღირებულება შრომით ბაზარზე და მუდმივად უნდა მუშაობდეს საკუთარი თავის განვითარებაზე. დავით გოგინაშვილი – TEGETA MOTORS-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

 

dato goginashvili1

davit goginashvili2

davit goginashvili 3

რეზი ნიჟარაძე – #პირველისამსახური

გაასწრებს თუ არა სპრინტერი ცეცხლს?! Nissan–ის ექსპერიმენტში უსაინ ბოლტი ცეცხლს ეთამაშება