დავით გოგინაშვილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების კომპანია „ვივიენდას“ კომერციული დირექტორი გახდა. ბრენდს MS Group ფლობს და მალე ახალ, HoReCa-ს მიმართულებასაც ამატებს.
„დაახლოებით, 1 წლის წინ, „კურორტ საირმეს“ კომერციული დირექტორის პოზიციაზე გადავედი. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და საინტერესო გამოცდილება იყო, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. შემდეგ, „საგა იმპექსის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. რაც შეეხება „ვივიენდას“ სრულიად ახალი ბიზნესია, კომპანიის დამფუძნებლებს საკმაოდ აქტიური გეგმები აქვთ, რომელიც ეხება „რითეილის“ განვითარებს. არის ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი, რომელსაც უკეთ წარმოჩენა და უფრო აქტიური კომუნიკაცია სჭირდება. კომპანიის განვითარება და ახალ საფეხურზე აყვანა ძალიან საინტერესოა. ჩემი ამდენი წლის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, იმის რწმენას და საშუალებას მაძლევს, რომ ამ ახალ ბიზნესში წარმატებას მივაღწიოთ. როგორც ამბობენ, ან „განვითარდი ან მოკვდი“. ეს ეხება ადამიანებსაც და კომპანიებსაც. სწორედ ამისკენ ვისწრაფვი მუდმივად და როცა Vivienda-ს ხელმძღვანელობამ, კომერციული დირექტორის პოზიცია შემომთავაზა, სიამოვნებით მივიღე ეს გამოწვევა“, – ამბობს დავით გოგინაშვილი.