in

Saatchi&Saatchi Tbilisi-ს გუნდს ქოფირაითერი დავით კილაძე შეუერთდა


Saatchi&Saatchi Tbilisi-ს გუნდს ახალი წევრი ჰყავს – ქოფირაითერი დავით კილაძე. შემოქმედებითი ინდუსტრიის გარდა, მას კარგად იცნობენ ლიტერატურისა და ინტელექტუალური თამაშის მოყვარულთა წრეებში – არის კონკურს „შემოდგომის ლეგენდის“ ორგზის ფინალისტი და კლუბის „რა, სად, როდის“ წევრი.

„2016 წელს,19 წლის ასაკში, სტაჟორის ბრიფი გავაკეთე Holmes&Watson-ში და სტაჟირებიდან მოყოლებული, დაახლოებით, 4 წელი ვმუშაობდი. ამ სააგენტოში ჩამოვყალიბდი ქოფირაითერად. ახლა გადავწყვიტე, რომ ცვლილებების დრო დადგა, რომ ჩემი კრეატიული და სამსახურეობრივი თვალსაწიერი გაიზარდოს და სად იყო და სად არა, Saatchi&Saatchi Tbilisi-ც გამოჩნდა. ძალიან კარგ გუნდს შევუერთდი, აქ ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს და იმედია, ერთად მოვიფიქრებთ დიდ იდეებს, რომლებსაც დიდ პროექტებად ვაქცევთ“, – ამბობს დავით კილაძე.

ორგანიზაციული ფსიქოლოგი გვასწავლის, როგორ გადავაფასოთ ის, რაც ვიცით

პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი