28
Feb
2019

დავით კოჩუაშვილის „პარალელური სამყარო მხატვრობაში“

28 Feb 2019

„პარალელური სამყარო მხატვრობაში“ 22 წლის თვითნასწავლი მხატვრის, დავით კოჩუაშვილის მობილურში შექმნილი ნახატების სერიაა, რომელიც ცნობილი ნამუშევრების მისებურ, საპირისპირო ვერსიებს გულისხმობს… რადგან ამ შემთხვევაში, ფაქტები და მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

პირველ ეტაპზე ხატვა უბრალო გართობის საშუალება იყო, შემდეგ, როგორც ამბობს, ნელ-ნელა განვითარდა, დაიხვეწა და მიხვდა, რომ მობილურშიც თავისუფლად შეეძლო ნამუშევრების შექმნა. ამ ეტაპზე სერიის -„პარალელური სამყარო მხატვრობაში“ შექმნითაა დაკავებული და გეგმაში აქვს, რომ უცხოელი მხატვრობის შემდეგ, ქართულსაც შეეხოს და ეს უკვე ცალკე სერიად შეკრას.

ედვარდ მუნკი – „კივილი”

მისი ნამუშევარი (გუსტავ კლიმტი – „კოცნა“) Art is a way of survival-ის გვერდზე მოხვდა.

გუსტავ კლიმტი – „კოცნა“

რენე მაგრიტი – „ძე კაცისა“

ვინსენტ ვან გოგი – „მარადისობის ჭიშკართან“

ლეონარდო და ვინჩი – „საიდუმლო სერობა“

გრანტ ვუდი – „ამერიკული გოთიკა“

დავით ქოჩუაშვილი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ბიზნესის მართვას სწავლობს, მენეჯმენტის სპეციალობით. მობილურ ტელეფონში ხატვის გარდა, საკმაოდ მრავალფეროვანი მხატვრული გამოცდილება აქვს. კონკრეტული სტილი ან ჟანრი არ აქვს განსაზღვრული, თუმცა ძირითადად, სიურრეალიზმში მუშაობს. ბოლო პერსონალური გამოფენა „ლილითიც“, სადაც ქალთა სხვადასხვა სახე იყო წარმოდგენილი, ამ ჟანრში იყო შესრულებული.

რაც შეეხება ქუჩის მხატვრობის მოძრაობა „ნიკოსთან“ ერთად ჩატარებულ პროექტს, „ჩემი პირველი მცდელობა იყო ქუჩაში, კედელზე ასე ღიად გადმომეტანა ხელოვნება. არსებულ პროექტში შერჩევის შედეგად მოვხვდი. კონკურსის ფარგლებში მოიხატა კოსტავას გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. შევასრულე ერთ-ერთი ნამუშევარი გამოფენა „ლილითიდან“.

ტატუ ხელოვნებით კი, როგორც ამბობს, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაინტერესდა, პირველი ტატუ 15 წლის ასაკში დაიხატა, რის შემდეგაც მოუნდა, რომ ეს საქმე თავადვე ეკეთებინა. „2016 წელს, საჭირო აპარატურა შევიძინე და პირველი ტატუ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე დავიხატე 2016 წლის 21 მარტს. TATTOO By Kochu ეს არის instagram და facebook გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ნამუშევრები, შეაფასოს, შეუკვეთოს სასურველი ესკიზი და ა.შ.

განხილვა