5
Oct
2018

McCann Tbilisi-დან WINDFOR’S-ის რიგებში – დავით მეზვრიშვილის ახალი სტატუსი

5 Oct 2018

McCann Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა, დავით მეზვრიშვილმა WINDFOR’S-ში, აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

mBank QR
mBank QR

დავით მეზვრიშვილი: „ახლახან შევუერთდი „ვინდფორსის“ რიგებს, ჩემთვის დიდი პატივია ასეთ გუნდთან ერთად მუშაობა, გუნდთან, რომელსაც პროფესიონალიზმთან ერთად, აქვს ინდუსტრიის დიდი სიყვარული. ერთმანეთთან საუბრის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გვაერთიანებს მიზნები, რომლებიც დაფუძნებულია საერთო, გრძელვადიან ხედვებზე, როგორც კომპანიის მომავლის, ასევე, ზოგადად, ინდუსტრიის განვითარების ჭრილში.

ამ მიზნებიდან და ხედვებიდან გამომდინარე, „ვინდფორსი“, ეტაპობრივად, სულ უფრო მაღლა წევს თამასას. კომპანია, მაღალი სტანდარტების მოთხოვნას, პირველ რიგში, საკუთარ თავს უწესებს, ასეთი მიდგომა და თვითგანვითარებისთვის შეუჩერებელი შრომა არის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც იძლევა საშუალებას, შეიქმნას მსოფლიო დონის პროდუქტი, რაც თავის მხრივ, გვეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ გავამყაროთ საქართველოს პოზიციები მსოფლიო კრეატივის რუკაზე.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი ინდუსტრიის წარმატება და გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, რადგან წარმატებით დაგეგმილი და განხორციელებული მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო პროექტები ეხმარება ბიზნესს ზრდაში. ასეთი პროექტები კი მოითხოვს კრეატივისა და სტრატეგიის სწორ ნაზავს, სწორედ ეს ნაზავი იქმნება „ვინდფორსში“ და ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი კონტრიბუტორი იქნება უკვე ერთობლივად დაგეგმილი ნაბიჯების წარმატებაში“.

განხილვა