in

„იორკ ჰოლდინგ გრუპის” უფროსი კომერციული ოფიცრის, დავით ნამგალაძის თვალით დანახული ჰოლდინგის წარმატების ისტორია

York Holding-ის წარმატების ისტორია 2016 წლიდან იწყება და კმაყოფილ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კომპანიაში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო პერსპექტივებზე, მარკეტერს York Holding Group-ის კომერციის უფროსი ოფიცერი (CCO), დავით ნამგალაძე ესაუბრება.

M: რას ნიშნავს იყო YHG-ს წევრი?

იორკ ჰოლდინგი გამორჩეულად სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ბაზარს მუდმივად  სიახლეებს სთავაზობს. ამასთანავე, ორიენტირებულია პასუხისმგებლობიანი ბიზნეს სტანდარტების დამკვიდრებაზე. ამ გუნდის წევრობა ჩემთვის ნიშნავს სიახლეებისა და განსხვავებული გამოწვევებისთვის მზადყოფნას, განვითარებაზე ორიენტირებას და არსებული შედეგების მუდმივად გაუმჯობესებას.

M: როგორი იყო პანდემიური პერიოდი თქვენი კომპანიისთვის და რა ცვლილებების განხორციელება გახდა საჭირო?

შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ საკმაოდ სწრაფად მოახდინა ადაპტირება არსებულ რეალობასთან. იმ პირობებში, როდესაც თანამშრომლების უმრავლესობა ოფისში ვერ ახერხებდა სიარულს და საოპერაციო ციკლი რისკის ქვეშ დადგა, 2020 საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამის საფუძველი გახდა სწორად შერჩეული გზავნილებისა და პროდუქტების შეთავაზება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისათვის.

კოვიდით გამოწვეული შეზღუდვებისა და მასთან დაკავშირებული განუსაზღვრელობის პირობებში, განსაკუთრებულად ეფექტური აღმოჩნდა შედარებით მცირე მოცულობის დაბანდებისა და მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკის შეთავაზება. აღნიშნულმა ცვლილებებმა გაზარდა კომპანიისადმი ნდობა და ხელი შეუწყო მომდევნო პერიოდში მზარდ მაჩვენებლებს.

M: როგორ შეაფასებდით 2022 წელს, რა გასწავლათ გასულმა წელმა?

2022 წელი ჰოლდინგის 6-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგებით იყო გამორჩეული. პროექტების დივერსიფიცირებამ და სწორმა საინვესტიციო გათვლებმა, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ უძრავი ქონების მზარდ ტენდენციებთან ერთად, საშუალება მოგვცა 2021 წელთან შედარებით 150%-იანი გაყიდვების ზრდა დაგვეფიქსირებინა.

გარდა ამისა, 2022 წელს გაძლიერდა კომპანიის ყველა მიმართულება და გუნდის წევრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. აღნიშნულმა ფაქტმა ხელი შეუწყო შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის ზრდას, ამასთანავე გააფართოვა სამომავლო პერსპექტივებიც.

M: როგორია ქართული ბაზრის პოტენციალი? რომელ ქვეყნებშია გაზრდილი მოთხოვნა?

ქართული ბაზრის პოტენციალი სტაბილურად მზარდია ბოლო წლების განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით გასული წლის მიგრაციულ პროცესებს, რამაც მესამე კვარტალში განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნა განაპირობა.

აქტიური რჩება ტრადიციული ბაზრები, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის მხრიდან მოთხოვნა ემატება. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ნამდვილად გამორჩეული და საინტერესო საინვესტიციო მიმართულებაა. არსებული კვლევების თანახმად, ბაზრის გადახურების ნიშნები არ შეინიშნება და შესაბამისად, ფასების კლების მოლოდინი არ გვაქვს.

M: არის თუ არა კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე და რა არის მთავარი გამოწვევები ამ კუთხით?

ერთი მხრივ, კონკურენცია ნამდვილად არსებობს და მზარდია, თუმცა მეორე მხრივ, არცერთ გამორჩეულ პროექტს არ აქვს რეალიზაციის პრობლემა. მთავარი მაინც ბაზრისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაა, რაც უძრავი ქონების, როგორც კომპლექსური ინფრასტრუქტურის, სივრცის და არა მხოლოდ კონკრეტული საცხოვრებელი ან კომერციული ერთეულის შეთავაზებას გულისხმობს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ნიშური პროექტები ქალაქის ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, სადაც მეტი საშუალებაა კომფორტული და ჯანსაღი გარემო შევთავაზოთ მომხმარებლებს.

M: როგორია YHG-ის სამომავლო მიზნები, გეგმები?

3 თვის წინ გავხსენით ახალი ფილიალი დუბაიში, ხოლო უახლოეს მომავალში ოპერირებას ისრაელშიც დავიწყებთ. წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი წარმომადგენლობის გახსნა ახალ ქვეყანაში. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ და მიმდინარე წელს ჩავუშვებთ უძრავი ქონების მენეჯმენტის პლატფორმას, რომელიც თავდაპირველად, არსებული კლიენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც საშუალებას მისცემთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ შემოსავალი უძრავი ქონების გაქირავებიდან.

გავაგრძელებთ წარმატებულ ინვესტიციებს და აუცილებლად შევთავაზებთ მომხმარებლებს ინოვაციურ ახალ პროექტებს.

M: როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ახალ, ქართული ბაზრისთვის სრულიად ინოვაციურ პროექტებზე მუშაობთ, მოგვიყევით მათ შესახებ…

დიახ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ორ მიმართულებაზე. პირველი – ეს იქნება უძრავ ქონებაში ინვესტირების საშუალება ოკეანის მიღმა, მრავალი ფაქტორის გამო, ძალიან მიმზიდველ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, რომელიც ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით ძალიან დააინტერესებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომხმარებელს. ხოლო მეორე – არის ციფრული პლატფორმა, რომელიც უძრავ ქონებაში ინვესტიციის სრულიად განსხვავებულ მიდგომას დანერგავს და მეტად ხელმისაწვდომს გახდის მას, მიუხედავად უძრავი ქონების ადგილმდებარეობისა და საბაზრო ღირებულებისა.

[R]

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ცეცხლოვანი ღრუბლები დააფიქსირა

#სადანროგორ გავერთოთ 24-26 მარტს — ღონისძიებების კალენდარი