in

იფიქრე მომავალზე – დავით ნინიაშვილისა და „ტექტო ჯგუფის” თამაშის მთავარი წესი

რამდენიმე დღეა, რაც ქართული და საერთაშორისო რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავის, დავით ნინიაშვილისა და „ტექტო ჯგუფის” ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შექმნილმა კამპანიამ, რომელზეც Hans & Gruber-მა იმუშავა, რაგბის გულშემატკივრებისა თუ ზოგადად, ქართველი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო.

დავით ნინიაშვილის წარმატების გზა და სპორტული კარიერა თითოეული ქომაგისთვის ამაღელვებელია, თუმცა, საინტერესოა, მაინც რაზეა დაფუძნებული კამპანიის სათქმელი – „იფიქრე მომავალზე” ან თავად ეს ურთიერთთანამშრომლობა.

 
„დავით ნინიაშვილს სჯერა, რომ წარმატება და გამორჩეული თამაში არის მუდმივი პროცესი და არა ერთხელ მიღწევადი მდგომარეობა. რამდენად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს კონკრეტული გამარჯვება, მის მიღმა კიდევ უფრო გრძელი და ამაღელვებელი გზაა. არც ერთი მიღწევა არ ნიშნავს საბოლოო წერტილს. სპორტშიც, ისევე როგორც შენების პროცესშიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაგეგმვისა და შრომის შედეგად იქმნება საუკეთესო შედეგი. „ტექტო“, როგორც ბრენდი და მის მიერ შექმნილი თითოეული პროექტი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობაა, იგი საქმის კეთების იმავე იდეაზე დგას, რომელსაც იზიარებს ნინიაშვილი. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ორივესთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ მომავალზე. გვჯერა, რომ ჩვენი ნებისმიერი მომხმარებლისთვის, „ტექტოსთან“ საკუთარი ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპის დაკავშირებაც, როგორიც სახლის შეძენაა, სწორედ მომავალზე ფიქრის ნაწილი და დამსახურებაა”, – აცხადებს ტექტოს კომერციული დირექტორი, ავთანდილ აროშიძე.

თუკი სპორტსმენისთვის მომავალზე ფიქრი საკუთარი თამაშის ყოველდღიურად დახვეწასა და მუდმივად უკეთეს თამაშს ნიშნავს, თანამედროვე ეპოქის დეველოპმენტი და მშენებლობა მომავალზე ფიქრს ადამიანზე მორგებული მშენებლობის ტიპით იწყებს. შესაბამისად, „ტექტოს” უპირველესი პრიორიტეტებია ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანი სახლის სისტემა, უახლესი სამშენებლო მასალები და მშენებლობისას უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგი.

პირველ რიგში, კომპანიამ თავად დაიწყო სამშენებლო მასალების წარმოება, რადგან ქართულ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის ნაკლებობაა; ხოლო მოგვიანებით, საკუთარი ხედვები კონკრეტულ პროექტებში თარგმნა და ახლა სამი საერთაშორისო ISO სერტიფიკატის მფლობელია.

„ტექტო ჯგუფი“ ეკოსისტემის დაუზიანებლად ქმნის ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ, თანამედროვე და მაღალი დონის საცხოვრებელ კომპლექსებს აჭარაში. „ტექტო ჯგუფს” ამ ეტაპზე ბათუმში ორი გამორჩეული პროექტი აქვს:

საცხოვრებელი კომპლექსი „ტექტო ფრანკო” გაშენებულია 11 000 კვ.მ ფართობზე, საერთო ჯამში, 921 ბინა 4 შენობაშია გადანაწილებული. ეს მშენებლობა არის „ქალაქი ქალაქში”, რადგან აერთიანებს კომერციულ ფართებს, სპორტულ მოედნებს, პარკინგს, ბავშვთა გასართობ ცენტრსა და რეკრეაციულ ზონებს.

გარდა იმისა, რომ მშენებარე ბინები ბათუმში ყველანაირ კომფორტს სთავაზობს მომავალ მცხოვრებლებს, კომპანიამ თავიდანვე განიზრახა, რომ კომპლექსი არათუ უარყოფითად მოქმედებდეს ბუნებრივ გარემოზე, არამედ, პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს უნიკალური ეკოსისტემის განვითარებას. ზუსტად ამიტომ, 11 000 კვ. მეტრიდან 6 000 კვ. მეტრი ხელუხლებელ რეკრეაციულ სივრცეს უკავია.

ამავდროულად, „ტექტო ჯგუფი” ეკოლოგიურად სუფთა, სუბტროპიკულ ზონაში, კურორტ ჩაქვში, ახალ პროექტს ახორციელებს. „ტექტო რაკურსი“ ზღვის ზოლიდან 30 მეტრში, ბოტანიკურ ბაღთან და მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ მდებარეობს. პროექტის სახელწოდება მისი უნიკალური ხედებიდან მომდინარეობს, რადგან კომპლექსის ყველა რაკურსიდან იშლება ზღვის პანორამული ხედები.

„ტექტო რაკურსის” კომპლექსი 12 417 კვ.მ-ზე განთავსდება, რომელიც მოიცავს ჭკვიანი სახლის სისტემით აღჭურვილ პრემიუმ კლასის აპარტამენტებს 29 კვ.მ-დან 97 კვ.მ-მდე. „ტექტო რაკურსის” მიმართულებით გადაადგილება ბათუმის იახტკლუბიდან კატერით იქნება შესაძლებელი, რადგან პროექტი საკუთარ ნავსადგურსაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სერვისი გულისხმობს 24-საათიან დაცვასა და კონსიერჟის მომსახურებას.

აპარტამენტების კომპლექსი 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს, საიდანაც 7 სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მშენებლობა კი ევროპული (iso) სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მართალია, აღნიშნული პროექტები ამბიციურ დანაპირებსა და თავდაუზოგავი შრომის იდეაზე დგანან, თუმცა, ალბათ, უკეთესი, მეტიც, გამორჩეული თამაშის ამ ფორმულის მართებულობას, ყოველ ჯერზე, მოედანზე გამოსული დავით ნინიაშვილი გვიმტკიცებს.

[R]

როგორ წარვმართოთ მოლაპარაკების პროცესი სამსახურის შემოთავაზებასთან დაკავშირებით?

Highlands By Alliance: ალიანს ჯგუფმა გოდერძიზე, ალპური-ტიპის ახალი კომპლექსი წარადგინა