15
Mar
2019

„1991-2019 სამოქალაქო ომიდან დღემდე“ – დავით თაბაგარის პროექტი

15 Mar 2019

ფოტოგრაფმა დავით თაბაგარმა, რუსთაველის გამზირზე, 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროინდელი ფოტოების იდენტური კადრები გადაიღო და პროექტში „1991-2019 სამოქალაქო ომიდან დღემდე“ გააერთიანა. ამბობს, რომ ძველისა და ახლის შედარებით, სურდა წარმოეჩინა, ტრაგედია, რომელიც მაშინ თბილისში მოხდა.

mBank QR
mBank QR

„სამოქალაქო ომი იგივეა, რაც ომი ერთ ოჯახში. ეს არის უდიდესი ტრაგედია. როგორც ოჯახში ყოველთვის არსებობს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა, ასე უნდა იყოს ნებისმიერი ომის და განსაკუთრებით, სამოქალაქო ომის საშიშროების შემთხვევაში. მთავარი გზავნილიც ეს არის – დაუშვებელია, ასეთი რამ ოდესმე ისევ განმეორდეს“.

 

განხილვა