თბილისის ქუჩებში დამალული ესთეტიკის, უფრო კონკრეტულად, საბჭოთა ეპოქის დროის კაფსულის შესახებ My Modern Met წერს. როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ნამუშევრებში ასახული სამყარო უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქს და გვირაბების სისტემას მოიცავს.
ამ სივრცეებში ჩასვლა დროის უკან დაბრუნებას ჰგავს. თითოეული მიწისქვეშა თავშესაფარი გენერატორს და წყლის ფილტრაციის, ელექტროენერგიის და ჟანგბადის მიწოდების სისტემებს მოიცავს. მართალია, პროექტი ძალიან რთული და შრომატევადი იყო, მაგრამ დავით თაბაგარი იმედოვნებს, რომ ადამიანები ამ ფოტოებს თბილისის ისტორიის მნიშვნელოვან მოგონებად აღიქვამენ.
“როდესაც იქ მიხვალ, იგრძნობ ისტორიას. ზუსტად გავაცნობიერე, რამდენი ფული ჩაიდო ცივი ომის სამზადისში და რას მასშტაბის იყო ეს. ვიმედოვნებ, ხალხი ამ თავშესაფრების სპეციფიკას შეიგრძნობს ფოტოების საშუალების და ეს კოლექცია ჩვენს ცოდნას გააღრმავებს სსრკ-ს, ცივი ომისა და ჩვენი ისტორიის შესახებ”, — ამბობს დავით თაბაგარი My Modern Met-თან.