in

DAVITULIANI – ტანსაცმლის ახალი ბრენდი უკვე ბაზარზეა

ბაზარზე ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი DAVITULIANI გამოჩნდა. პირველი კოლექცია ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებისთვისაა. როგორც ბრენდის შემქმნელი PR მენეჯერი ანა დავითულიანი აცხადებს,  DAVITULIANI–ის ტანსაცმელი თავისუფალი, თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარული ადამიანებისთვისაა.

„ასეთი ქალები, ისედაც ადვილად გამოირჩევიან საზოგადოებაში, ხოლო DAVITULIANI–ის ფერები და სტილი კიდევ უფრო თვალშისაცემს გახდის მათ ქარიზმატულობას“. მალე ბრენდის შოუ რუმიც გაიხსნება, მანამდე კი, მომხმარებელს, DAVITULIANI–ის სამოსის შეძენა „ონლაინ“ საშუალებით შეუძლია.

„თავდაპირველად, ბრენდი ყოველდღიურ და ნახევრად კლასიკურ სამოსზე გააკეთებს აქცენტს. სამომავლოდ, ვგეგმავთ მამაკაცის ხაზის შექმნასაც. ასევე, აქსესუარების ხაზის დამატებას“ – აცხადებს ბრენდის შემქნელი ანა დავითულიანი.

 

[R]

პენსიონერი ოლგა კოსტინა, რომელმაც სახლი 30 000 პლასტმასის თავსახურით გააფორმა

ქართული დაზღვევის შავი პარასკევი