in

დაწერე მუსიკა შენი გონებით, სმირნოფთან ერთად.

არყის მწარმოებელმა კომპანია სმირნოფმა (Smirnoff) ელექტრონული ხელსაწყო წარმოგვიდგინა, რომელიც სენსორების საშუალებით ტვინის იმპულსებს კითხულობს და მუსიკად აქცევს.

პროექტი დედოფალ ელისაბეტ II-ის ფონდის (Queen Elizabeth’s Foundation (QEF)) და  ტექნოლოგიის ექსპერტის Julien Castet-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

“Mindtunes” წარმოადგენს ენცეფალოგრამის მოდიფიცირებულ,  ქუდის ფორმის ხელსაწყოს, რომელიც თავზე მაგრდება. მისი  შექმნის მთავარი მიზეზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარებაა, რომლებსაც არ შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა და  მუსიკის დაწერა. ეს პირველი სერიაა იმ პროექტიდან, რომელიც ადამიანებს თავისი შესაძლებლობების გამოვლინებაში ხელს შეუწყობს.

კომპანია სმირნოფი იყენებს ჰეშტეგს   yoursforthemaking და აქცენტს ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე აკეთებს.

http://youtu.be/HyF4ZxGhPHw

კორონას ბილბორდი მთვარეს ლიმონად აქცევს

ასტონ მარტინმა ასე აღნიშნა დაბადების დღე