ფილმის პოსტერები საბოლოო ნამუშევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია — მაშინ, როცა თრეილერები ისტორიას ბარდება და სარეკლამო კამპანიები სრულდება, პოსტერები სულ რჩება. ნიუ-იორკის მუზეუმი Poster House სწორედ ამასთან დაკავშირებულ გამოფენას მასპინძლობს — აქ დაუნ ბეილის, ამერიკელი პოსტერების დიზაინერის ნამუშევრებია გამოფენილი. თითოეული მათგანი ისეთ ვიზუალებს ეფუძნება, რომლებიც კოლექტიურ ცნობიერებაში მკაფიოდაა გამჯდარი.
როგორც გამოფენის კურატორი აღნიშნავს, ბეილი ყოველთვის იზოლირებულად მუშაობდა პოსტერებზე… ყოველი კომპოზიცია კი იმდენად გამორჩეულია, რევოლუციონერ დიზაინერსაც უწოდებენ. მას ისეთი საკულტო ფილმებისთვის შეუქმნია პოსტერები, როგორებიცაა The Truman Show, Zoolander, Chicago, Little Miss Sunshine, True Grit და Birdman. ასევე, ხშირად მუშაობდა უეს ანდერსონის ფილმებისთვის: The Royal Tenenbaums, Grand Budapest Hotel, Isle of Dogs და Asteroid City.