in ,

დახლზე მოფართხალე გაყინული თევზები Mila-სგან

კმარა გაყინული და გაქვავებული თევზები. კომპანია Mila–ს მომხმარებლისთვის “ცოცხალი” შემოთავაზება აქვს.

წარმოიდგინეთ, მაღაზიაში თევზის საყიდლად მიდიხართ და უეცრად დახლზე, თქვენს თვალწინ, თევზის ყუთი “აფართხალდება”. ეს ახალი თევზია, “ცოცხალი” შეფუთვით. სააგენტო Y&R Poland–მა, კომპანიის დაკვეთით, შექმნა თევზის შესაფუთი სპეციალური ყუთი, რომელშიც ჩამონტაჟებულია wifi. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, ყუთი სენსორულად აღიქვამს მომხმარებელის მოახლოებას და სწორედ ამ დროს იწყებს მოძრაობას ისე, თითქოს, შიგნით მართლაც ცოცხალი თევზია.

უდავოა, ნებისმიერ მომხმარებელს მიიზიდავს ასეთი ჯანსაღი, არაჩვეულებრივი, კრეატიული და თან სახალისო პროდუქტი.

 

დიდებული ადამიანები დიდებულ სტილს იმსახურებენ!

Cannes Liones-ის მონაწილეებმა, მშობიარე ქალების დასაცავად, სოციალური კამპანია განახორციელეს