in ,

როგორ გახდე დონორი სმარტფონის საშუალებით? – საქველმოქმედო ორგანიზაციის კამპანია

BOG
BOG

ფრანგულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Secours Populaire-მა, რომელიც 1945 წლიდან ებრძვის სიღარიბესა და დისკრიმინაციას, ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. ისეთ დროში, სადაც ყველანაირი ინფორმაციის მიღება თუ პრობლემის მოგვარება უკვე პატარა სმარტფონით არის შესაძლებელი და საზოგადოებაც მთელი დღის განმავლობაში ამ მოწყობილობას ჩასჩერებია, გაჭირვებული თუ მშიერი ადამიანების დახმარებაც არ არის პრობლემა, სულ რაღაც ერთი მარტივი მოქმედებაა საჭირო. თუ საქმიან პირობებში ადამიანებს იმის დრო არ ჰყოფნით, რომ ქუჩაში გაჩერდნენ და ჯიბეში გაჭირვებულის დასახმარებელი მცირეოდენი თანხა მოიძიონ, შემდეგ კი გაბედნიერებული ადამიანის მადლობა მოისმინონ, მაშინ მათ დახმარების სურვილის შემთხვევაში ისევ სმარტფონის საშუალებით შეუძლიათ ერთი წამი დახარჯონ და შესაბამის ორგანიზაციებში თანხა მაინც გადაურიცხონ. სწორედ ამის საშუალებას აძლევს Secours Populaire საზოგადოებას და ამის წარმოსადგენად საკმაოდ ეფექტურ რგოლსაც უშვებს.

BOG
BOG

 

iCloud-ით ჩანაცვლებული დიდი ფოტოალბომები – კამპანია Practically Magic-ის მორიგი თბილი ვიდეორგოლი

მადლობის ეკიპაჟი კარგი მძღოლების წასახალისებლად! – ალდაგის კამპანია