ალკოჰოლური სასმელების ბრიტანულ ბრენდ Churchill´s Port–ს ერთგული მომხმარებლისთვის საახალწლო შეთავაზება აქვს. საჩუქარი მთელი ოჯახისთვის, რომელიც თან თითოეული წევრისთვის ინდივიდუალურად არის განკუთვნილი და საბოლოო ჯამში, მაინც ერთიან საჩუქარს წარმოადგენს. განსაკუთრებული ხისგან დამზადებული ყუთი, რამდენიმე განყოფილებითა და ინდივიდუალური გასაღებით. თითო გასაღები ყუთის თითო საკეტს ხსნის, სადაც მოთავსებულია უშუალოდ სასმელი, დეკანტერი და იმ რაოდენობის ჭიქა, რამდენი ადამიანიც არის ოჯახში.












