in

რეკლამაში ლუის ჰამილტონი ოცნებას ისრულებს

Mercedes-იდან Ferrari-ში გადასვლის აღსანიშნად, ლუის ჰამილტონი ავტოფარეხის თანამშრომლის როლს ირგებს და Bueller-ის Ferrari ჩიკაგოს ქუჩებში გასართობად მიჰყავს. უფრო ზუსტად, ჰამილტონის საყვარელი Ferrari 250 GT California Spyder მანქანა. განსაკუთრებული კი ამ ამბავში ის არის, რომ მრბოლელი Ferris Bueller-ის Day Off-ის, რეჟისორ ჯონ ჰიუზის 1980-იანი წლების საკულტო ფილმის ერთ-ერთ მსახიობად გვევლინება. 

BOG

Day Off ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. ასე პატივს მივაგებ ამ საკულტო ფილმს და ჩემს პირველ სეზონსაც აღვნიშნავ ფერარისთან ერთად. თუმცა, ეს ყველაფერი სწორად რომ გაგვეკეთებინა თანამედროვე ტექნოლოგიები, რეჟისურა და დაგეგმარება დაგვჭირდა. ეს მანქანასაც ეხება, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ ჩემს ოცნებად იქცა. ლეგენდარულ ედვარდ ნორტონთან ერთად მოგზაურობა კი სწორედ იმ ენერგიასა და მღელვარებას ასახავს, რომელსაც წელს ტრასაზე ვაჩვენებ. შეხვედრამდე!, — აცხადებს ჰამილტონი.

კამპანიაზე Dawn Apollo Films-მა იმუშავა. ახლა კი გაჩვენებთ, როგორ დახვდნენ ფერარის ახალ წევრს იტალიელები:

„რა ბაზარია?“ – ახალი პროექტი, რომელსაც რუსკა მაყაშვილი გაუძღვება

მარი ლორთქიფანიძე Baku Flames 2025-ის ჟიურის შემადგენლობაშია