Ad Black Sea 2018 დაიწყო! გიზიარებთ დღის ყველაზე დასამახსოვრებელ ფრაზებს:
ინაკი მარტი მატა, კრეატიული დირექტორი, Service Plan, Spain
“არასოდეს შეედარო სხვას. შეეჯიბრე მხოლოდ საკუთარ თავს.”
“საზოგადოება ცენზორია – ადამიანები, ამგვარად, ერთმანეთის ჩამოხრჩობას ცდილობენ.”
“კრეატიულ ინდუსტრიაში კარიერა ყოველთვის აღმავალი არ არის. ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია აკეთო რაიმე განსხვავებული, იყო შეუპოვარი და თავმდაბალი, სწორად შეარჩიო სააგენტო და მნიშვნელოვანია, მუშაობდე კლიენტებთან, რომლებიც შენთან საერთო ღირებულებებს იზიარებენ. აუცილებელია მიზნების დასახვა და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა. არასოდეს იფიქრო დიდებასა და ფულზე. ყოველთვის გქონდეს Plan B.”
იუჯინ შუმანი, TBWA
“რაც უფრო კრეატიული ხდები, მით უფრო იზრდება შენი ფასი შემოქმედებით ბაზარზე.”
“როდესაც წარმატებას აღწევ კრეატიულ ინდუსტრიაში, შეიძლება შენი პროდუქტის ფასი იგივე დარჩეს, მაგრამ აუცილებლად გაიზრდება მისი ღირებულება.”
ფოლკერ ვრაგე, wrage/antwort, Switzerland
“იმის შანსი, რისი გაკეთებაც გვინდა, ასე თუ ისე, გვეძლევა და შემდეგ, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენებთ.”
ეკა ყიფიანი, JWT Metro
“თუ სარეკლამო სააგენტოები ისე ვიმუშავებთ, რომ ჩვენი პროდუქტები ბრენდისთვის არ იქნება სასარგებლო, ხოლო მომხმარებლებისთვის – ღირებული, ჩვენ დავიღუპებით.”
“დღის ბოლოს, ყოველთვის გვაქვს 5 წუთი, როდესაც უნდა დავინტერესდეთ, რა ხდება ინდუსტრიაში, რომ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს.”
გიორგი ავალიანი, Leavingstone
“კრეატივში შეგიძლია იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია.”