in

მინიმალისტური კომპიუტერი, რომელიც ეკრანზე დამოკიდებულებას ამცირებს

Daylight Computer DC-1 — ეს არის ქინდლის ტექნოლოგიით შთაგონებული კომპიუტერი, რომელიც „ცისფერი შუქის“ გარეშე მუშაობს. მიზანი კი მომხმარებლებისთვის ჯანსაღი გამოცდილების უზრუნველყოფაა, რათა ეკრანის გადაღლილობის სახელით ცნობილი პრობლემა ნაკლებად მასშტაბური გახდეს.

729-დოლარიანი კომპიუტერის მთავარი ნაწილი 10,5-დიუმიანი „LivePaper“  ეკრანია. ეს უკანასკნელი, ტრადიციული ტაბლეტებისგან განსხვავებით, რომლებიც უკანა განათებაზე დაყრდნობით მუშაობს, ამცირებს ცისფერი შუქის გამოსხივებას და წიგნის ფურცლებს მოგვაგონებს. თანაც, როგორც თავად შემქმნელები განმარტავენ, მოდელი ძალიან სწრაფად მუშაობს და E-Ink ტექნოლოგიისთვის დამახასიათებელ ჩამორჩენის პრობლემას არ იზიარებს.

სხვა მხრივ, კომპიუტერს გააჩნია MediaTek Helio G99 პროცესორი, 8 GB ოპერატიული მეხსიერება და 128 GB გაფართოებადი მეხსიერება. თითოეული კომპონენტი ყოველდღიურ დავალებებს უმკლავდება — დაწყებული კითხვით, დასრულებული ჩანაწერების გაკეთებით. ასევე, მოწყობილობას მოჰყვება Wacom EMR კალამი, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანზე წერისა და ხატვის ტაქტილურ, ქაღალდის მსგავს შეგრძნებას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Daylight-ის გუნდმა სიჯანსაღესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ეკრანის განათების მიღმაც განავითარა. კერძოდ, მოდელი მუშაობს SolOS-ზე, Android 13-ის მორგებულ ვერსიაზე — ეს ოპეარაციული სისტემა აპლიკაციების მთელ რიგს უჭერს მხარს,  უბრალოდ მინიმალისტური ინტერფეისით, რათა მომხმარებლების ყურადღება უშუალოდ გამოყენებაზე იყოს ფოკუსირებული. ასევე, შეტყობინებები ნაგულისხმევადაა გამორთული, რათა მაქსიმალური პროდუქტიულობა შენარჩუნდეს.

Daylight-ის დამფუძნებელი, ანჯან კატა, ხაზს უსვამს, რომ კომპანიის მიზანი ისეთი მოწყობილობების შექმნაა, რომლებიც ბუნებრივ სამყაროსთან კავშირის აღდგენაში დაგვეხმარება.

#AItool – როგორ წავშალოთ სურათზე ფონი Remove.bg-ის დახმარებით

ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს!