in

ვინ არის ზაზა და დაზღვევა ინტერნეტით!

მოგზაურობის მოყვარულებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისთვის “აი სი ჯგუფმა” ახალი პროდუქტი შექმნა, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენის სერვისს გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო

მარკეტერი კომპანიის საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორს-ირაკლი დოკაძეს ესაუბრა

„აი სი ჯგუფი“ ინოვაციური შეთავაზებით გამოვიდა ქართულ ბაზარზე, რაც სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ გაყიდვას გულისხმობს. რატომ გადაწყვიტა მენეჯმენტმა ამ მიმართულებით გააქტიურება?

-პროდუქტის შექმნის იდეა სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებამ გააჩინა. „აი სის“ მენეჯმენტი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მისაღებად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად მომხმარებლების გამოკითხვას მუდმივად ატარებს. ცოტა ხნის წინ ჩატარებულ გამოკითხვაში, ერთ-ერთი პუნქტი თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშანს ეხებოდა. დავინტერესდით, თუ როგორ გეგმავდა მოქალაქე სამოგზაუროდ წასვლას, ჯავშანს აკეთებდა ტურისტულ სააგენტოში, ოფისში თუ ინტერნეტის საშუალებით.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 27 % უპირატესობას ონლაინ-შეკვეთას ანიჭებდა. ანუ, მომხარებელი შედიოდა მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა პორტალზე, როგორებიცაა: Airbnb.com, booking.com, edreasm.com,  ჯავშნიდა სასტუმროს ან ბინას, თვითმფრინავის ბილეთებს ავიაკომპანიების ვებ-გვერდზე ყიდულობდა და ამის შემდეგ მომხმარებელს დაზღვევის პოლისის შეძენა, მოძველებული მეთოდით, ოფისში მისვლით უწევდა.

აღნიშნული შედეგზე დაყრდნობით, კომპანიაში ახალი სერვისის დანერგვის იდეა გაჩნდა, რაც მენეჯმენტმა წარმატებით განახორციელა. სექტემბრიდან მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე „აი სი ჯგუფის“ ახალ ვებ გვერდზე www.ictravel.ge  შეეძლება. შეძენიდან რამდენიმე საათში მას „აი სი ჯგუფის“ კურიერი დაუკავშირდება და პოლისს მისთვის სასურველ ადგილზე მიაწვდის…

სამოგზაურო დაზღვევა, როგორც წესი დასვენებასთან და ზაფხულთან ასოცირდება, თუმცა კომპანიამ პროდუქტი აგვისტოს ბოლოს გამოუშვა. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა სეგმენტზეა ეს პროდუქტი გათვლილი, ვისთვის შეიქმნა აღნიშნული სერვისი?

-მართალია, სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების პიკი ზაფხულშია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში რადიკალურად შეიცვალა მომხარებლის ჩვევები. ბაზარზე სხვადასხვა ავიაკომპანიის შემოსვლამ, მომხმარებლის დამოკიდებულება შეცვალა. ახლა უკვე პოპულარულია ტურები ევროპის მიმართულებით, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ზაფხულში განხორციელდეს. შესაბამისად, პროდუქტის შემოდგომაზე ჩაშვება მის წარმატებას საფრთხეს არ უქმნის.

როგორ მიიღო მომხმარებელმა ახალი პროდუქტი? (თუ მოეწონათ, თუ იყენებენ და ა.შ რას ამბობს ხალხი?)

– პირველი ონლაინ სამოგზაურო დაზღვევა პროექტის გაშვებიდან მეორე დღესვე გაიყიდა. მომხმარებელი იტალიაში მიემგზავრებოდა და ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ჩვენი პრეზენტაცია, იმავე დღეს შემოვიდა დამატებით ორი შეკვეთა. გაყიდვის პროცესის ბოლომდე აღსაქმელად კურიერს შეკვეთების დასარიგებლად გავყევი. აქვე მქონდა საშუალება, რომ გავსაუბრებოდი მომხარებლებს და გამომეკითხა მათი აზრი ახალი წამოწყების შესახებ. პროექტმა ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. მომხარებლებმა სერვისი ორი სიტყვით დაახასიათეს – სიმარტივე და კომფორტულობა.

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, კიდევ რა მიმართულებებით გეგმავს კომპანია „აი სი ჯგუფი“–ს  გააქტიურებას?

-კომპანია ახალი პროექტების მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებს. ჩვენი აზრით, მომავალ წელს ბაზარზე ქონებრივი რისკების დაზღვევის მიმართულებით ახალი პროდუქტები შეიქმნება. გარდა ამისა, „აი სი ჯგუფი“ ავტოდაზღვევის სფეროში სიახლეებს დანერგავს და სადაზღვევო ბაზარზე ახალი შეთავაზებებით გამოვა.

GIPA ART FACTORY-ში მიღება დაიწყო!

პატარა ბავშვის შურისძიება მტვერსასრუტზე