in

ამას ფული ვერ შეგიცვლით! – ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წყლის დაზოგვაზე

“წყალი მაინც გვაქვს ბლომად, რატომ დავზოგო?”, “რომ მომწყურდება, აღარ დავლიო?”, “ამაზე განვითარებულმა ქვეყნებმა იზრუნონ”, – მსგავს ფრაზებს წყლის დაზოგვის აუცილებლობაზე საუბრისას ხშირად ვისმენთ. ზოგი იმით ინუგეშებს თავს, რომ საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, სხვებს უჩნდებათ კითხვა, რატომაა ეს საჭირო? წყალზე, როგორც აუცილებელ ბუნებრივ რესურსზე არაერთ ცნობილ ადამიანს უსაუბრია, ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ და ახლაც, როდესაც ინდუსტიული განვითარების ფონზე, ბუნებრივი რესურსები დიდი სისწრაფით იხარჯება.

მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ოკეანის (ზღვის წყლის) გადამუშავებით სასმელად ვარგისი წყლის მიღების შემთხვევაში, ეს პრობლემა გადაიჭრება, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წყლის არასწორ ხარჯვას (საუბარია ფლანგვაზე და არა საჭიროების მიხედვით გამოყენებაზე), რამდენიმე წელიწადში, სასმელი წყლის სერიოზული დეფიციტი შეიძლება მოყვეს, ხოლო მათთვის, ვინც არ ფლობს ინფორმაციას, აღვნიშნავთ, რომ წყლის სასმელად ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად დიდი რესურსია საჭირო. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა გამონათქვამები, რომლებიც ამ ბუნებრივი რესურსის შეუფასებელ ღირებულებაზე გაგიზიარებთ მოსაზრებებს.

“წყალი და ჰაერი, სიცოცხლისთვის აუცილებელი ორი რესურსი, სამწუხაროდ, ნაგვის ბუნკერად იქცა!” /ჟაკ ივ კუსტო/

“წყალი ბუნების მაცოცხლებელი ენერგიაა” /ლეონარდო და ვინჩი/

“კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა. პლანეტაზე გლობალური დათბობა ადამიანის აქტივობებითაა გამოწვეული. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მივიღებთ კატასტროფულ შედეგებს, მასობრივ ხანძრებსა და სასმელი წყლის დეფიციტს.” /მალკოლმ ტერნბული/

“გადავარჩინოთ პლანეტა, ამოვიყვანოთ ხალხი სიღარიბიდან, გავაძლიეროთ ეკონომიკა – ეს ერთი და იმავე ბრძოლის საგანია. ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსისა და ენერგიის სიმცირე, გლობალური დათბობა, ჯანსაღი საკვები და ქალთა გაძლიერება. ერთი პრობლემის გადაჭრა გადაჭრის სხვა პრობლემებსაც.” /ბენ კი-მონი/

“არაფერია წყალზე სუსტი და მოქნილი, ამავდროულად, ვერაფერი რომ აღუდგება წინ.” /ლაო-ძი/

“მიყვარს წყლის ხმა და ის ენერგია, რომლითაც ის მოძრაობს ტალღის აგორებისას თუ ჩანჩქერიდან ვარდნისას.” /მაიკ მეი/

“დატკბე დილის სეირნობითა და საღამოს ნიავით, სუნთქავდე სუფთა ჰაერს, სვამდე კამკამა წყალს, ღამით უმზერდე ვარსკვლავებს, შენს სიახლოვეს ჩიტებს ჰქონდეთ ბინა დადებული… ესაა უბრალო, მაგრამ დიდი საჩუქარი ცხოვრებისგან.” /ჯონ ბოროუზი/

“უფრთხილდებოდე ჰაერსა და წყალს, ველურ ბუნებას, იგივეა, რაც უფრთხილდებოდე კაცობრიობას.” /სტიუარტ იუდალი/

“დღე, წყალი, მზე, მთვარე და ღამე – ამას ფული ვერ შემიცვლის.” /პლატონი/

“ბევრი ჩვენგანისთვის სუფთა წყალი იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, არც ვუფიქრდებით, როგორი იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე!“ /მარკუს სამუელსონი/

“ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, ენერგიასა და ბიომრავალფეროვანზე მნიშვნელოვანი – სწორედ ეს რესურსები გვინარჩუნებს სიცოცხლეს.” /დევიდ სუზუკი/

“წყალი, ჰაერი და სისუფთავე ჩემი აფთიაქის უმთავრესი ინგრედიენტებია.” /ნაპოლეონ ბონაპარტი/

“ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მლრდ ადამიანი იღუპება სუფთა წყლის არქონის გამო.” /ბელა თორნი/

“ჩვენი არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საკვებთან, სუფთა წყალთან და გარემოსთან, რასაც ვუვლით. ამიტომაც ვართ პასუხისმგებელი, მოვუფრთხილდეთ და დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები.” /მარკ იუდალი/



„დემა“ – 17 სახეობის სამკურნალო საპონი ბოლნისელი გეოგრაფიის მასწავლებლისგან

„ყველა შეგრძნებას თავისი, დაუვიწყარი გემო აქვს!“ – „წისქვილი ჯგუფის“ საიმიჯო რგოლი Advan-ის შესრულებით