წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ერთად მოდის – სიხარული, საჩუქრების შერჩევა, ოჯახური სამზადისი…და, რა თქმა უნდა, ხარჯები. სწორედ ამ რეალობაზეა აგებული ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის საახალწლო კამპანია – მარტივი, იუმორით სავსე და ძალიან ნაცნობი სათქმელით: „ძაანაც ნუ დაიხარჯები“.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack უკვე ექვსი წელია, მომხმარებლებს საახალწლო პერიოდში განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. წელს კი კამპანიის მთავარი იდეა ერთია – თუ მაინც ვხარჯავთ, ვხარჯოთ ჭკვიანურად და მომგებიანად.
CashBack ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბარათით გადახდისას თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოს ანგარიშზე და დაბრუნებული თანხა ისევ გამოიყენოს – ისევ საჩუქრებისთვის, ისევ საყვარელი ადამიანებისთვის, ისევ საახალწლო განწყობის შესანარჩუნებლად. ასე იქცევა ერთი შეძენა რამდენიმე შესაძლებლობად, სანამ საჩუქრების სია ბოლომდე არ შეივსება.
„CashBack-ის საახალწლო კამპანიის იდეაზე მუშაობისას, თავიდანვე ვთქვით – მოდი, გავაკეთოთ რაღაც ძალიან რეალური, ისეთი, რაც ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია. სწორედ ამიტომ შევქმენით პერსონაჟი, რომელიც გარკვეულწილად ყველას პროტოტიპია – ახალგაზრდა გოგო, რომელსაც უყვარს ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების ჩუქება, მაგრამ ზოგჯერ ეს ხარჯები მოულოდნელად იზრდება. აქედან გაჩნდა მთავარი კითხვა: რატომ არ უნდა ვხარჯოთ ჭკვიანურად და მომგებიანად?!“
სონიკი, ლიბერთის კრეატიული ლიდი:
„აღსრულების ნაწილში გამოწვევა ამ გრძელი ამბის მოკლედ მოყოლა იყო. მით უფრო, რომ იდეის აღსრულებაზეც შიდა გუნდით ვიმუშავეთ. ვიდეოს განწყობა და ვიზუალური მხარე გვინდოდა შინაარსს გაჰყოლოდა – ფერადი, საახალწლო და კომიკური ყოფილიყო. რამდენიმე ტესტი გავაკეთეთ გადაღებამდე, რომ ზუსტად გვცოდნოდა, ვიზუალურად შევძლებდით თუ არა სათქმელის ცხადად გადმოცემას მაყურებლებისთვის. საბოლოოდ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ – და, რაც მთავარია, ძაანაც არ დავიხარჯეთ“.
თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის დირექტორი:
„ჩვენთვის ეს კამპანია არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შიდა რესურსებით შეიქმნას ძლიერი, მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია. პროექტი მთლიანად ლიბერთის მარკეტინგის გუნდმა განახორციელა – იდეიდან აღსრულებამდე. სწორედ შიდა კოლაბორაცია გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ კომუნიკაცია და შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს პასუხობს“.
დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისი | ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი:
„გვიხარია, რომ, ტრადიციულად, წინასაახალწლოდ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეზრუნა ჩვენს მომხმარებელზე და ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან და Visa-სთან ერთად შეგვეთავაზებინა გაზრდილი ქეშბექი, რომელიც მათ შოპინგისას გადახდილი თანხის ნაწილის მყისიერად დაბრუნების საშუალებას აძლევს.
ჩვენი კამპანიაც სწორედ ამ იდეას ეფუძნება – დაბრუნებული თანხით კიდევ უფრო მეტი საჩუქრის შეძენაა შესაძლებელი. მადლობა ჩვენს პარტნიორებს და ლიბერთის მარკეტინგის გუნდს – ამ პროცესით მართლა ძალიან ვისიამოვნეთ და გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებელი რეალურად ისარგებლებს შესაძლებლობით“.
ლიბერთის ლოიალობის პროექტის CashBack-ისა და Visa-ს ერთობლივი საახალწლო აქცია უკვე დაიწყო. 24-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ იშოპინგონ საახალწლოდ მათთვის საყვარელ CashBack-ის მეგობარ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნონ 60%-ამდე ქეშბექი. აქცია ვრცელდება ლიბერთის, Studio Liberty-სა და WM მომხმარებლებზე და აერთიანებს ასობით პარტნიორ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
CashBack ლიბერთის ლოიალობის პირველი ციფრული ეკოსისტემაა ქვეყნის საფინანსო სექტორში, რომლის ფარგლებში ლიბერთის ბარათით გადახდისას თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, რაც მომხმარებლისთვის შოპინგს უფრო მარტივსა და მომგებიან გამოცდილებად აქცევს.
კრედიტები:
ბრენდი: ქეშბექი
ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი: დაჯი მალაღურაძე
პროექტის მენეჯერი: თემო ბაბუნაშვილი
მარკეტინგის დირექტორი: თამარ მეგრელიშვილი
კრეატიული გუნდი: სონიკი, ნინო ბიწაძე, ქეთევან მაღრაძე
არტ დირექტორი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
პროდიუსერი: ნინო ბიწაძე
რეჟისორი: ნინო ბიწაძე
ოპერატორი: სონიკი
მხატვარი & კოსტუმები: ქეთევან მაღრაძე
პროდიუსერის ასისტენტი: ლიკა ჯგერენაია; გეგი გუგავა
თმა & გრიმი: ნინო სოფრომაძე
გაფერი: ლუკა ხიდეშელი
განათება: გიორგი ხუფენია, გიორგი ჩოფლიანი
ფოკუს ფულერი: ინა ნერსესიანი
მსახიობები: ირინკა აბაშიძე, ნაის კასრაძე, ნინი ბუკია, ნიკა მაღრაძე, არამ ტაროიანი, თემო ბაბუნაშვილი, თეკო მაისურაძე, გეგი გუგავა
ვოისოვერი: ირინკა აბაშიძე, ქეთი ხვედელიძე, ლაშა ბახტაძე
ფერი: მინდია ინასარიძე
მუსიკა & საუნდ დიზაინი: ფუმარ მატა
ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
გრაფიკა: ამირან ტორონჯაძე
განსაკუთრებული მადლობა: ნატაშკა გოცირიძე, ქეთი ნონიაშვილი, მაია კახეთელიძე, სოფო ქობაჩიშვილი
[პარტნიორის კონტენტი]











