in

როგორ ცვლის „2 ნაბიჯი“ ყიდვის გამოცდილებას? – ვყვებით ბრენდის ახალ სტრატეგიასა და კამპანიაზე, „დაზოგვა ჭკვიანურია“

„თანამედროვე სამყაროში დაზოგვა სირცხვილი არ არის. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა შერჩევაზეც თანამედროვე ადამიანი დიდ დროს არ უნდა კარგავდეს!“

მოგესალმებით 21-ე საუკუნეში – ქაოსურ სამყაროში, სადაც ფაქტობრივად, ყველაფრის დეფიციტს განვიცდით. დროში, სადაც ზედმეტი დრო ფუჭად გასაფლანგად არ გვაქვს და ამასთან, არც საკმარისი ფული ან ენერგია გაგვაჩნია, რომ ყველაფერი გამოვცადოთ, რაც გვინდა.

ამიტომ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ რეალობაში, სადაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებში ზედმეტი თანხის გადახდა აღარ გიწევს!

დღეს მაღაზიათა ქსელ „2 ნაბიჯზე“ ვსაუბრობთ, რომელსაც სურს, შეცვალოს და ყიდვის გამოცდილება სწორედ შენს სურვილებსა და საჭიროებებს მოარგოს!  

გვინდა, ადამიანებს მარტივად დაზოგვის შესაძლებლობა მივცეთ და ამით მათი ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ. 

ამ სურვილის ასრულებამდე, ბრენდის მხრიდან, საჭირო იყო მისი მომხმარებლების წინაშე გაცხადება – სწორედ ამიტომ, ამა წლის აპრილიდან, „2 ნაბიჯი“ ჩვენ წინაშე ახალი სტრატეგიით, პოზიციონირებითა და რებრენდინგ კამპანიით წარდგა – მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლები საუკეთესო ფასების სამყაროში შემოიპატიჟა…

შენ ხომ ჭკვიანი, რაციონალური ადამიანი ხარ, ვინც კარგად იცის, რომ ყიდვისას ზედმეტი თანხის გადახდა არ ღირს?!

სამთვიანი კამპანიის პირველი ნაწილის ფარგლებში – „დაზოგვა ჭკვიანურია“, ორი ვიდეორგოლი ჩაეშვა და მანამ, სანამ კომპანიის მხრიდან, სხვა კრეატიულ ნაბიჯებს ვიხილავდეთ, კამპანიის შესახებ დეტალებსაც მოკლედ – მარტივად და ჭკვიანურად მოგიყვებით და ექსკლუზიურად, მესამე ნამუშევარსაც გაგიზიარებთ:

„დაზოგე მარტივად“ – კამპანიის წინაპირობა

„ორი ნაბიჯი“ არის ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია, ყიდვის გამოცდილება შეცვალოს და მომხმარებლის სურვილსა და საჭიროებებს მოარგოს, გადააფასოს ბაზარზე დამკვიდრებული წესები და სტატუს-კვო. ამისთვის კი, გამოიყენოს Cost Leadership პოზიციის ყველა რესურსი (მათ შორის, ტექნოლოგიური) და გაააქტიუროს ადამიანების აღქმა დაზოგვის აუცილებლობის მიმართ (ნებისმიერი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში). 

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, „2 ნაბიჯი“ მომხმარებელს ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებზე ყოველთვის საუკეთესო ფასს სთავაზობს და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი ახალი სლოგანიც – „დაზოგე მარტივად“.

„დაზოგვა ჭკვიანურია“, ანუ სააგენტოს ამოცანა

„ორი ნაბიჯის“ კამპანია კრეატიულმა სააგენტო
WINDFOR’S-მა სრულყო. სააგენტოს ამოცანა იყო, მომხმარებლისთვუს შემოქმედებითი გზით გაეცნო კომპანიის ახალი სტრატეგია – დაზოგვის ჭკვიანურობა, დაზოგვის ტრენდულობა და ის, რომ თანამედროვე სამყაროში დაზოგვა სირცხვილი არ არის. რადგან არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა შერჩევაზეც თანამედროვე ადამიანი დიდ დროს არ უნდა კარგავდეს.

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ყოველთვის საუკეთესო ფასი დახვდება“, – გვიხსნიან „ორ ნაბიჯში“. 

WINDFOR’S – პრობლემის კრეატიული გადაჭრა

„ვინდფორსში“ ამბობენ, რომ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც “discounter” ბრენდები მომხმარებელს სთავაზობენ, დროისა და რესურსების ჭკვიანურად დახარჯვის საშუალებაა. მათივე თქმით, „დაზოგვა ჭკვიანურია“, თუმცა ზოგჯერ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ბევრად მეტ თანხას ვიხდით გარკვეულ პროდუქტებში: „მხოლოდ იმიტომ, რომ კარგადაა „შეფუთული“ (ძვირადღირებულ რეკლამაში ვხედავთ, ინფლუენსერები გვირჩევენ, ან უბრალოდ, უფრო „ძვირიანი“ შეფუთვა აქვს) და ამაში დიდი როლი სარეკლამო ინდუსტრიასა და შესაბამისად, ჩვენც მიგვიძღვის“. 

ამ მარტივი დაკვირვების მომხმარებლამდე მისატანად, სააგენტომ გულწრფელი, იუმორნარევი და თვითირონიული ფორმა აარჩია:

 კომუნიკაცია, რომელიც მომხმარებელს დაზოგვისკენ მოუწოდებს, თავად უნდა ადასტურებდეს, რომ დაზოგვა ჭკვიანურია.

„დაზოგვა ჭკვიანურია“ – მიღებული გამოცდილება კამპანიის პირველი ეტაპის დასასრულისთვის

WINDFOR’S: „ძალიან სასიამოვნო იყო ისეთი ბრენდის კამპანიაზე მუშაობა, როგორიც „ორი ნაბიჯია“ – სპეციფიკური, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიქცევა და გულის მოგება გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული და ფიქრის პროცესიც, შესაბამისად, არასტანდარტული და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა“.  2 nabiji: „პროექტსა და კამპანიაზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, იდეიდან მის განხორციელებამდე, ყველა ეტაპი რთული და სასიამოვნოდ გასავლელი აღმოჩნდა. გამოცდილების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი და მასშტაბური იყო, ვინაიდან კომპანია „2 ნაბიჯს“, არსებობის მანძილზე, მსგავსი ტიპის მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია არ ჰქონია. ამაში ძალიან დაგვეხმარა WINDFOR’S-ის დაუღალავი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი“.

„ABK-ში ამბობენ ხოლმე – აუ, ეს ისევ კახეთში თუ წავიდა, აღარ ჩამოვაო“ – ანასტასია ახვლედიანი

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით, ქართული თხილის საწარმო, პანდემიის დროს, კვლავ იფუნქციონირებს