ლონდონელი ფოტოგრაფი კრისტოფერ უილტონ-სტირი ცენტრალურ აზიაში ვირტუალური მოგზაურობისკენ გვიხმობს. 2019 წელს მან 4 თვეში 17 ქვეყანაში იმოგზაურა, გაიარა 40 000 კილომეტრი – ავტობუსით, მანქანით, მატარებლით, ნავითა და ცხენითაც კი ლონდონიდან პეკინამდე.
შემდგომ ის კვლავაც ლონდონში დაბრუნდა, რათა შეექმნა ფოტოების კოლექციები, რომლებიც ყველაზე შორეული ადგილების შესახებ მოგვიყვებოდნენ. უზბეკეთში გადაღებული ფოტოების სერია სწორედ ერთ-ერთია, რომელიც სასახლეების, მეჩეთების, მადრასებისა და მავზოლეუმების ორნამენტებს წარმოაჩენს. გეომეტრიულად, მრავალ ფერად და სრული სიზუსტით მოხატული შენობების ჭერი ისლამური არქიტექტურის უნიკალურობას ასახავს.