in

რას ხედავთ ცარიელ სივრცეში? – აჭარა ჯგუფის კომპანია D Block-ის ვიდეორგოლი

საერთო სამუშაო სივრცეებს, ინოვაციების ცენტრებსა და საფესტივალო სივრცეებს განავითარებაზე აჭარა ჯგუფის კომპანია D Block იზრუნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე. „რას ხედავთ ცარიელ სივრცეში?“ – ამ გზავნილით D Block-მა, შემოქმედებით ჯგუფ JAM PROJECT-თან ერთად, ვიდეორგოლი გამოუშვა.

D Block-ის პირველი პროექტი „სტამბის“ ტერიტორიაზე გაიხსნება, 2023 წელს. ასევე, კომპანიის მართვის ქვეშ იქნება მუხიანში მდებარე რადიო ქალაქის პროექტი, თბილისის ყოფილი თბოელექტროსადგური, ქუთაისის ყოფილი საგრენაჟო ქარხანა და სხვა. სივრცეებში, სამუშაო სივრცეები, საგანმანათლებლო ჰაბები, დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი მიმართულებები, საფესტივალო და საგამოგენო ტერიტორიები მოეწყობა.

„ჯამში, მიმდინარე პროექტები 85,000 კვ.მ. შენობებისა და 110,000 კვ.მ. გარე სივრცეების ათვისებას გულისხმობს. D Block-ის ეკოსისტემა 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს გააერთიანებს და 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას შეუწყობს ხელს,“ – ამბობს ანი დაბრუნდაშვილი.

ბექა გოჩიაშვილის წლის ბოლო კონცერტი თბილისში

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? — „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა