in

dBud U — უკაბელო ყურსასმენი, რომელიც რეალურად “იცავს” თქვენს სმენას

იგი ყურისათვის საზიანო ბგერების რაოდენობას შეამცირებს

ბოლო დრომდე “ხმაურის გაუქმების” განმარტება არასასურველი ხმების ჩახშობით შემოიფარგლებოდა. ეს კი მკაფიო ზარების, ხმის ჩანაწერებისა და მუსიკის მოსმენას ემსახურებოდა. თუმცა ახალი dBud U მნიშვნელოვნად აფართოებს ამ განმარტებას — კერძოდ, მოწყობილობა იმ ბგერების რაოდენობას შეამცირებს, რომლებიც ყურებისთვის საზიანოა.

EarLabs-მა მსოფლიოში პირველი TWS (True Wireless Stereo) ყურსასმენები OSHA-ს სერტიფიცირებული “Noise Shielding”-ით შექმნა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ზარებზე პასუხი, მუსიკისა და პოდკასტების მოსმენა… ინოვაციური მოწყობილობა რეალურად იცავს ყურებს ისეთი ხმებისგან როგორიცაა რეაქტიული თვითმფრინავის თუ მტვერსასრუტის ხმაური, მშენებლობაზე წარმოქმნილი შემაწუხებელი ხმები და ა. შ.

dBud U-ს მისია საკმაოდ მძლავრი და უნიკალურია — იგი მომხმარებლებს ყურის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ყურსასმენების გამოყენების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ის TWS ყურსასმენების უმეტესობის მსგავსად მუშაობს, მაგრამ ფუნქციების დამატებით კომპლექტსაც უზრუნველყოფს. გარდა ხმის ჩახშობისა, dBud U მეტად აძლიერებს გარკვეულ ხმებს, რათა რაიმეს სმენის პარალელურად კავშირი შეინარჩუნოთ ირგვლივ არსებულ გარემოსთან… მაგალითად, როდესაც კოლეგა რაიმეს გეუბნებათ, ბარისტა გეძახით ან პარტნიორი გესაუბრებათ.

დიზაინის თვალსაზრისით, dBud U საკმაოდ კომპაქტურია და მჭიდროდ ერგება ყურებს. მინიატურული კორპუსის ხარჯზე კი იდეალურია ჯიბეებში ჩასადებად. ყურსასმენი აღჭურვილია მაღალი ხარისხის გრაფენის დრაივერებით, რომლებიც მკაფიო და დაბალანსებულ აუდიოს უზრუნველყოფს ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა Netflix, Spotify, Audible, YouTube, Disney +, HBO, Apple Podcasts და სხვა.

საგულისხმოა, რომ ყურსასმენი 3 რეჟიმში მუშაობს:

  • დაცვის რეჟიმი მკვეთრად ამცირებს ირგვლივ არსებულ ხმებს და ყურს დაზიანებისგან იცავს;
  • გაფართოებული რეჟიმი გეხმარებათ, ისეთი ხმები გაიგოთ, როგორიცაა მოძრაობა, საუბარი, სიგნალი, სიგნალიზაცია და ა. შ.;
  • ფოკუსის რეჟიმი  გარშემო არსებულ ხმებს სრულიად ახშობს, რათა შეძლოთ მედიტაცია, ვარჯიში ან მუშაობა.

თავის მხრივ, ყურსასმენები, Bluetooth 5.1-ის საშუალებით, ჭკვიან მოწყობილობებს უკავშირდება. სრული დამუხტვის შემთხვევაში dBud U-ს 28 საათიანი უწყვეტი გამოყენებაა შესაძლებელი. და რაც მთავარია, იგი მდგრადია წყლისა თუ ოფლის შხეფების მიმართ.

SEU სტუდენტებს UC Berkeley-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლას სთავაზობს

#გაიაქტიურეზამთარი და ისარგებლე მსოფლიო ბრენდების მობილური ტელეფონების წინასაახალწლო აქციით!