Disney-ის მიკი მაუსის თავდაპირველი ვერსია რომ საზოგადოებრივ დომენში გადავიდა, ამაზე უკვე მოგიყევით, ახლა კი ვიგებთ, რომ იმავე ბედს Superman, Batman და Wonder Woman გაიზიარებენ. DC Comics-ის სუპერგმირები — Superman და Lois Lane საჯარო 2034 წელს გახდება, რასაც 2035 წლისთვის Batman მოჰყვება, 2036 წლისთვის Joker და 2037 წელს Wonder Woman. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელოვანებსა და სხვა კრეატორებს უკვე შეუძლიათ მოემზადონ, რათა ეს პერსონაჟები თავიანთ ნამუშევრებში გამოიყენონ.
როგორც ვიგებთ, ამ მომავლისთვის DC Comics ემზადებოდა კიდეც, ამიტომ მუდმივად ავითარებდა პერსონაჟების ენობრივ თუ ვიზუალურ მახასიათებლებს, რაც თანამედროვე აუდიტორიასთან მათ შესაბამისობასა და რეზონანსულობას უზრუნველყოფდა. მიუხედავად საჯაროობისა, DC კვლავ შეინარჩუნებს რამდენიმე სავაჭრო ნიშანზე კონტროლს, მათ შორისაა Bat-ის სიმბოლო, სუპერმენის S და Man of Steel — ეს ნიშნები ბრენდს დაეხმარება, თავისივე ოფიციალური მასალა საჯარო ადაპტაციებისგან განასხვაოს.
თუმცა სანამ სუპერგმირების საკუთარ ნამუშევრებში გამოყენებაზე დაფიქრდებით, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს ძველი ვერსიებია. მაგალითისთვის იმ სუპერმენს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება, დიდ მანძილზე გადახტომა შეუძლია, მაგრამ ფრენა არა…