in

DC GO! – კომიქსების ახალი ერა

DC ვებკომიქსების ახალ ეპოქას თავისი უახლესი პროდუქტით, DC GO!-თი ხვდება. ექსკლუზიურად DC Universe Infinite აპლიკაციისთვის მან წარმოადგინა სრულიად ახალი, ორიგინალური ისტორიები და ამასთან, DC კლასიკაც, რომელიც მობილურის ფორმატზეა მორგებული.

BOG
BOG

მიუხედავად იმისა, რომ ვებკომიქსები უკვე ათწლეულებია არსებობს, DC GO! ახალი სიტყვა ხდება ჟანრისთვის, რაც გრაფიკულ ნოველებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ვიდრე ოდესმე. პერსონაჟების საკულტო დიზაინიდან დაწყებული ლეგენდარულ სუპერგმირებამდე, DC-ს კომიქსების მდიდარი მემკვიდრეობა აქვს, თუმცა ახლა, DC GO!-ს წყალობით, შეუძლია, სრულიად ახალი თაობა მიიზიდოს თავის მომხიბვლელ სამყაროში.

DC Universe Infinite არის ოფიციალური, ციფრული გამოწერის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის, iOS-ისა და Android-ის დახმარებით. ახალი კოლექციის მიზანია, შექმნას სახალისო, დამაჯერებელი, მკითხველისთვის მოსახერხებელი, მობილური DC ისტორიები, რომლებსაც ყოველკვირეული გამოცემის ფორმატი ექნება. კომიქსები მოიცავს ჟანრების ფართო სპექტრს, მათ შორის: დრამა, ფანტასტიკა, კომედია, მისტიკა, რომანტიკა და სხვა. ასე რომ, უკვე არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალ თაობასაც შეუძლია, გააგრძელოს DC სამყაროთი ტკბობა.

მხატვარი, რომელსაც უსინათლობა ხელს არ უშლის

რას გულისხმობს კარიერული დეტოქსი და რატომაა ის მნიშვნელოვანი