24
Apr
2018

ქართული პოსტერი Cannes Lions 2018-ზე გამოიფინება!

24 Apr 2018

სულ მალე, ACT Responsible-ის საგამოფენო სივრცეში, რომელიც კანის კრეატიული ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება, DDB BetterFly-ს მიერ WWF-ისთვის (World Wide Fund), სოციალურ თემატიკაზე შექმნილი პოსტერიც მოხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია DDB Betterfly-მ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. „როგორც ვიცი, ნაიმა, მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ თემატიკაზე, წლის განმავლობაში შექმნილ საუკეთესო პრინტებს აგროვებს ხოლმე. ჩვენი ნამუშევარი ქვეყნის ფარგლებს ხომ გასცდა, Ads of the World-ზეც იდო, WWF-ის სხვა ქვეყნებმაც – იტალიის, უნგრეთის გვერდებმაც გადააზიარეს  და დიდი ალბათობით, სადღაც გადაეყარა სოციალურ მედიაში. შეიძლება ჩვენს გვერდზეც ნახა. მგონია, რომ არა მარტო ჩვენი სააგენტოსთვის, BetterFly-სთვის და ჩვენთვისაა ძალიან კარგი, ვინც ამ პოსტერზე ვიმუშავეთ, არამედ ქართული WWF-ისთვის, ზოგადად, ინდუსტრიისთვისა და ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველი პოსტერია, რომელიც კანზე გამოიფინება“, – ლაშა შრუტე მილორავა, DDB BetterFly-ს სენიორ ქოფირაითერიACT Responsible არის საერთაშორისო არაკომერციული ასოციაცია, რომელიც 2001 წელს შეიქმნა და მის მისიაა, რომ  გააერთიანოს სარეკლამო-საკომუნიკაციო ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები სოციალური პასუხისმგებლობის გარშემო – Ads for a Better World.

CREDITS:

Client – WWF Georgia
Agency – DDB BetterFly
Copywriter – Lasha Schrüte Milorava
Art Directors – Lasha Schrüte Milorava, Anuka Kvezereli, Nick Monaselidze
Illustrator: Nick Monaselidze
Project Manager – Irina Ghughunishvili

განხილვა