Volkswagen Sydney-მ ახალი კამპანია გამოუშვა, რომელშიც შუქურაში მცხოვრებ ადამიანს და მის ყოველდღიურ ცხოვრებას ვხედავთ. შუქის ანთება, ჩაქრობა, დასუფთავება, შეღებვა… ეს ყველაფერი მისი ჩვეულებრივი საზრუნავებია, თუმცა მოუთმენლად ელოდება საფოსტო ნავს, რათა მანქანაში ჩაჯდომის და გასეირნების საბაბი ჰქონდეს. ძალიან მცირე მანძილი კია, მაგრამ სიამოვნების მიღებად ნამდვილად უღირს.
„გვინდოდა, ძალიან მარტივი ამბავი ლამაზად გადმოგვეცა. ისეთი, რომელიც უბრალო სიხარულს გააცოცხლებდა თუნდაც უმოკლესი მგზავრობისას. ძალიან ვამაყობთ ამ პატარა ზღაპრით — გაგვიმართლა, რომ მსგავსი ისტორიის გადაღების საშუალება მოგვეცა“, — ამბობს DDB-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, მეტ ჩენდლერი. სწორედ ამ სააგენტომ იმუშავა ვიდეორგოლზე.
ხოლო ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თავიდანვე მჭიდრო კავშირი იგრძნეს კონცეფციასთან, რადგან პირდაპირ იკვეთება მისი იდენტობა და განწყობა.