in

როცა აეროპორტში ლოდინი გიწევთ – ჰოლანდიის ავიახაზების სასარგებლო გამოსავალი

აეროპორტში ლოდინი ზოგჯერ, ძალიან დიდხანს გრძელდება. იმდენად დიდხანს, რომ ხანდახან ქალაქის ნაწილის დათვალიერებისა თუ გამოძინების მოსწრებაც კი შეიძლება. თუმცა, ფრენის მომლოდინეთა უმეტესობა ამ დროს საკუთარ სმარტფონთან ურთიერთობას ახმარს. ჰოლანდიის ავიახაზებმა (KLM) ეს პრობლემა პოზიტიურ მოვლენად აქცია. ამ ეტაპზე, შექმნა სპეციალური სივრცე – Take-Off Tips, ამსტერდამის, ოსლოსა და რიო-დე-ჟანეიროს აეროპორტებში, რომლის მეშვეობითაც იმ ადამიანებთან საუბარსა და რჩევის მიცემას შეძლებთ, რომლებიც თქვენს მშობლიურ ქვეყანაში მოფრინავენ.

როცა თქვენი ქვეყნიდან მიფრინავთ, სხვა მოფრინავს თქვენს ქვეყანაში და მას, ისევე, როგორც თქვენ, სჭირდება რჩევები – როგორ მოიქცეს, ან რა დაათვალიეროს მისთვის უცხო, თქვენთვის კი მშობლიურ ქვეყანაში. მათ შეგიძლიათ „პირისპირ“ შეხვდეთ, საუბარი კი ჰოლოგრამისა და ვიდეოზარის მეშვეობით შეგეძლებათ. პროექტზე სარეკლამო სააგენტო DDB Unlimited-მა იმუშავა.

საქართველოში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირეს

წყალქვეშა ფოტოკონკურსის გამარჯვებული 50 ნამუშევარი