in

De Tomaso ნახშირბად-ნეიტრალურ ჰიპერმანქანას წარმოგვიდგენს

როგორც ამბობენ, იგი მსოფლიოში პირველია…

De Tomaso P900-ს უშვებს, V12-ით აღჭურვილ ჰიპერმანქანას, რომელსაც 900 ცხენის ძალა (662 კვტ) აქვს და მისი წონაც 900 კილოგრამს უდრის. მწარმოებლები მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 18 ერთეულს გამოუშვებენ, რაც მათ „იღბლიან“ მძღოლებს უნიკალური მანქანის ყოლის ფაქტს კიდევ დაუდასტურებს, თუმცა ამისთვის ჯერ 3 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადონ. შემდგომში კი თითოეულ მანქანას მომხმარებლის არჩევანს მოარგებენ. 

De Tomaso-ში დიდ ყურადღებას ვაქცევთ მართვის გამოცდილებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რთული მატრიცის დიდი ნაწილი ხმებითა და ვიბრაციებით მიიღება, თანაც, იმ შეგრძნებით, რომ ბუნებრივი ძრავა ყველა ცილინდრს ამოძრავებს, — ამბობს ნორმან ჩოი, De Tomaso-ს ხელმძღვანელი.

საინტერესოა De Tomaso-ს ისტორიაც, რომელიც 1959 წლიდან იწყება, ეს იტალიურ-ამერიკული სუპერ მანქანების კომპანიაა, რომელიც მრბოლელმა ალეხანდრო დე ტომასომ დააარსა. შესაბამისად, სახელიც არ არის შემთხვევითი. თუ გავრცელებულ მოსაზრებას დავუჯერებთ, ელვის პრესლი ადრე დე ტომასოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მანქანას Pantera-ს ფლობდა, თუმცა ძალიან იმედგაცრუებული იყო…

ახალი მოდელი კი ბევრად უფრო საიმედოდ უნდა იყოს აგებული — 6.2-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელსაც სინთეზურ საწვავზე 12300 ბრ/წთ-მდე მუშაობა შეუძლია. De Tomaso იმასაც ამტკიცებს, რომ ეს „მსოფლიოში პირველი ნახშირბად-ნეიტრალური V12 იქნება“.

სინთეზური საწვავის ეს წამოწყება წარმოადგენს ჩვენს ერთგულებას ნულოვანი ემისიების მქონე მომავლისადმი, გადამწყვეტი მნიშვნელობის ელემენტების შეწირვის გარეშე, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის, ასე ძვირფასია — ძრავის სული და სიმფონია, — ამბობს ნორმან ჩოი.

საინტერესოა ისიც, რომ მანქანების შესახებ კომპანია ბევრ დეტალს არ აცხადებს, ამას კი იმით ხსნის, რომ მონაცემები მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის, მათ შორის მისი მფლობელებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი… თუმცა ამტკიცებენ, რომ მანქანამ Formula 1-ში აეროდინამიკური ტესტირება უკვე გაიარა.

ჩვენი დიზაინერების გუნდმა ბევრი დრო დახარჯა P72-ის ვიზუალის შერჩევაზე, რათა იგი მეტად შესრულებაზე ორიენტირებულ შეთავაზებად ექცია. ვგრძნობთ, რომ შედეგი არის ბუნებით აგრესიული, მაგრამ რომანტიკული მანქანა. 60-70-იანი წლების Le Mans-ის პროტოტიპების ემოციებს აღვიძებს და ამასთან, უნიკალურ და გამორჩეულ დიზაინის ენას ინარჩუნებს, — აცხადებს მანქანის მთავარი დიზაინერი. 

ფიქრობენ, რომ P900 მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის სხვადასხვა საავტომობილო გამოფენაზე გამოვა, მისი განვითარებაზე მუშაობა კი 2024 წლამდე გაგრძელდება.

თუ იღბალი თქვენკენაა, საყვარელ ადამიანს ლატარეის ბილეთით მიაგნებთ!

როგორი ქაოსის გამოწვევა შეუძლია არასწორ კამპანიას? — Pepsi-ის მაგალითი