in

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

BOG
BOG

ეს სწორედ ის კინოფესტივალია, სადაც დეას სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი” შარშან ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო, ესენია:

    • კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”;
    • დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
    • ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
    • დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი არის ყოველწლიური FIAPF კატეგორიის კინოფესტივალი, რომელიც ტარდება ესპანეთის ქალაქ დონოსტია-სან სებასტიანში, სექტემბერში, ბასკეთის ქვეყანაში. იგი პირველად 1953 წელს ჩატარდა და წელს ის 69-ედ ტარდება. 2021 წლის ფესტივალი 17-25 სექტემბერს გაიმართება.

6 სტრატეგია გადაღლილი დასაქმებული მშობლებისთვის

5 სექტემბერს ღვინის ბარი და მაღაზია ,,სომელიე“ იხსნება