in

გაიგეთ, რატომ შექმნეს „მკვდარი ყვავილების მაღაზია“ 

კამპანია, რომელზეც დღეს მოგიყვებით, ირლანდიაში არსებულ შემაშფოთებელ სტატისტიკას ეხმაურება. ქვეყანაში მოკლულ ქალთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ერთი რამ კი აშკარაა — ქალებზე ძალადობა კაცების დახმარების გარეშე ვერ დამთავრდება. სწორედ ამიტომ, Allianz-მა და Women’s Aid-მა ძალები გააერთიანეს და გადაწყვიტეს, ამ საქმეში კაცები მოკავშირეებად ექციათ. 

BOG

გამომდინარე იქიდან, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ყვავილების მაღაზიას, სწორედ ეს სივრცე აირჩიეს მათთვის იმის შესახსენებლად, თუ რამდენი ქალია მოკლული სხვა კაცების მიერ. ერთი შეხედვით, Dead Flower Shop ჩვეულებრივ გამოიყურება, თუმცა, მასში შესვლისას მკვდარი ყვავილების გამოფენაზე ხვდებით. თითოეული თაიგული ისეა შექმნილი, რომ კონკრეტული ქალი გაგვახსენოს, რომელიც პარტნიორმა გამოასალმა სიცოცხლეს… 

ხოლო გამოფენის ცენტრში ვარდების დიდი თაიგული გვხვდება, თითოეული მკვდარი ყვავილი კი იმ 274 ქალს წარმოადგენს, რომლებიც ირლანდიაში მოკლეს:

კამპანიაზე Forsman & Bodenfors-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-ის საუკეთესო დილერის სტატუსს ინარჩუნებს

„კარიერული გზა ეჯაილში” – ინტერვიუ ანასტასია თაბაგართან, საქართველოს ბანკის უფროს ეჯაილ ქოუჩთან