in

ზვიგენი კუბოში ქალაქის ქუჩებში

ზვიგენის წვნიანი ერთ-ერთი ძვირადღირებული დელიკატესია. იმის მიუხედავად, რომ ზვიგენი დიდია, მის ხორცს მთლიანად არ ჭამენ. ის რასაც გასტრონომიული დანიშნულებით იყენებენ ზვიგენის 2% შეადგენს.

წელიწადში 73 მილიონი ზვიგენი უნდა დაიჭირონ ბაზრის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, რაც წარმოუდგენელია. ერთი თეფში ზვიგენის წვნიანი ბუნებას უზარმაზარ ზიანს აყენებს.

ზვიგენები კუბოში შემთხვევით არ აღმოჩნდნენ. ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან და ამ ინფორმაციის ინსტალაციად გადაქცევის იდეა სააგენტო Y & R-ს (შანხაი) ეკუთვნის. ინსტალაციებს ზრდასრული ზვიგენის ზომა აქვთ და ისინი შანხაის ცენტრალურ ქუჩებში დადგეს.

ერთ–ერთი ვიზუალურად ყველაზე საინტერესო კამპანია, რომელიც ამ თემას და ბუნების დაცვას დაეთმო, ჩინეთის საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

სასწაული ყავის სახლში

რამდენად კონკურენტუნარიანია კიდევ ერთი ”გზა” iPhone-მდე?!