in

Deadpool & Wolverine — მარველ სტუდიოსა და ადიდასის ფეხსაცმლის კოლექცია

Marvel Studio-მ თავისი ახალი ფილმის — Deadpool & Wolverine — სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ამჯერად Adidas-თან ითანამშრომლა.

BOG
BOG

Deadpool-ის შთაგონებით შექმნილ Adidas-ის ფეხსაცმელების კოლექციაში ბრენდის კლასიკური სტილი შერწყმულია საყვარელი გმირების იუმორთან და მოქმედებებთან. კოლექციის ცენტრალური ნაწილია Adidas Rivalry Low-ის თემატური ფეხსაცმლის დუეტი. პირველი მათგანის დიზაინი იმეორებს Deadpool-ის წითელ და შავ ფერთა კომბინაციას. მეორე Rivalry Low კი შთაგონებას იღებს Wolverine-ის საკულტო ლურჯ-ყვითელი კოსტიუმიდან.

Adidas-ისა და Marvel Studios-ის „Deadpool & Wolverine“-ის კოლექცია გაყიდვაში 2024 წლის 1 აგვისტოდან გამოვა. მისი შეძენა გულშემატკივრებს Adidas-ის ვებგვერდებსა და აპლიკაციაში, ოფიციალურ მაღაზიებსა და სხვა პარტნიორ ობიექტებში შეუძლიათ. 



3 რამ, რაც დასაქმებულმა მშობლებმა სკოლის დაწყებამდე უნდა გააკეთონ

Coca-Cola ტრადიციულ რეკლამებს ივიწყებს და ნამდვილ ამბავს ჰყვება