in

გარიგებები VS გაკოტრება – რა ცვლილებები მოუტანა გლობალურ სააგენტოებს 2019-მა წელმა?

როგორი იყო ეს წელი საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიისთვის? ზოგისთვის ეს იყო დიდი გარიგებების წელიწადი, ზოგისთვისაც – დასასრულის. 2019 წლის მიწურულს, გლობალური სააგენტოები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს იხსენებენ.

Droga5-ის “ათწლეულის გარიგება”

Droga5-ისთვის 2019 წელი მნიშვნელოვანი იმით აღმოჩნდა, რომ ის სააგენტო Accenture Interactive-ს შეუერთდა, რომელმაც Droga5-ის კუთვნილი 51%-დან 49% შეისყიდა. ამ მოვლენას Accenture-ში სააგენტოს ახალი მოდელის ჩამოყალიბებას უკავშირებენ. ამ შერწყმას სააგენტო VIA-ს სტრატეგიულმა დირექტორმა “ათწლეულის გარიგება” უწოდა, რაც გამართლებულია როგორც საქმის წარმოების, ისე ფინანსური გაგებით, ესაა ინვესტიცია მარკეტინგის სრული პოტენციალის გამოსავლენად და საერთო ჯამში, კომპანიას სრულიად ახალ სათამაშო მოედანზე გაიყვანს.

2019-მა წელმა ორი სააგენტო შეიწირა.

ეს წელი Barton F. Graf-ისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც დამფუძნებელმა და კრეატიულმა თავკაცმა პი ჯეი პერეირამ განაცხადა – გარდაუვალი.

2019 უკანასკნელი წელი აღმოჩნდა TM Advertising-ისთვისაც. კომპანიამ, 85 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური სიდუხჭირის გამო, არსებობა შეწყვიტა.

ბალანსი მონაცემებსა და კრეატიულობას შორის

სარეკლამო სფეროში მონაცემების მნიშვნელობა გარდაუვალი აუცილებლობა და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 2019 წელს. Publicis ჯგუფმა 4.4 მლრდ დოლარად შეიძინა Epsilon, რომელიც დატა მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ეს კონკურენტული უპირატესობის გამყარებაში დაეხმარებათ.

ამერიკულ Dentsu-ს ახალი დირექტორი ჰყავს. სააგენტოს ჯეკი კელი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სააგენტოს მომავალი იდენტობის ზრდასა და კრეატივის აღორძინებაშია (დიახ, მართლა ეგრე თქვა).

პირადი მონაცემების დაცვა

მომხმარებელთა მონაცემების დაცვის ინიციატივა წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო. პირადი მონაცემების დაცვის რეგულაციები ბევრ ქვეყანაში გააქტიურდა. Havas Media-ს ციფრული სტრატეგის, სარგი მანის თქმით, ამან, თავის მხრივ, ტალღური ეფექტი იქონია სააგენტოებზეც, მარკეტერებზეც, გამომცემლებზეც, ასევე, სარეკლამო და მარკეტინგულ ტექნოლოგიებზე და მთლიანობაში – მარკეტინგის სფეროზე. აქედან გამომდინარე, ე.წ. ქუქებზე და პროქსი მარკეტინგზე დაფუძნებული მიდგომა ადამიანებზე დაფუძნებული მარკეტინგის აუცილებლობამ ჩაანაცვლა.

მაუწყებლობა ინტერნეტში

წლევანდელ აქტუალურ თემებს შორის იყო ინტერნეტ სტრიმინგი. Spark Foundry-ის კლიენტთა მომსახურების დირექტორის, ერიკ კლევინის თქმით, ეს მთლიანად შეცვლის მაყურებელთა მიერ კონტენტის გაცნობის ჩვევას და ძალიან დიდ გავლენას მოახდენს სარეკლამო სფეროზე. კრეატორებს დასჭირდებათ მაყურებელთა ყურადღების მიპყრობის ახალი მეთოდების მოძიება.

წელს, კრეატორთა ყურადღება TikTok-მა მიიპყრო. მის პარალელურად, იზრდება Amazon Prime-ის, Hulu-ს, Netflix-ისა და YouTube-ის აქტუალობა. ბოლო პერიოდში ჩაეშვა “დისნეის” არხი Disney+, რომელზერც მეორე დღისთვის უკვე 10 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი იყო დარეგისტრირებული.

ამდენად, ციფრული არხების გაძლიერებას სრულიად ახალი შესაძლებლობებისკენ მივყავართ. ბრენდებისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შემუშავებს პლატფორმებზე, რაც მომხმარებლების ინტერესის არეალში იმყოფება.

რეკლამის გავრცელება

2019 წელს, სარეკლამო ინდუსტრიამ აღიარა, რომ მას კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ესაჭიროება. აქტუალურია დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინება მარკეტინგსა და რეკლამაში. განსხვავებული ცოდნისა და ბაზის მქონე ადამიანების დაქირავება კი ამ ცვლილების მხოლოდ დასაწყისია. ამას გარდა, აქტუალურია კომპანიების პრობლემაც, რომელთა ხელმძღვანელობებსაც ხშირად არ ესმით, რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგანან ხოლმე მათი თანამშრომლები და როგორ შექმნან ისეთი გარემო, სადაც რთული საუბრებისთვისაც კი უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს გუნდის წევრები.

როგორც ჩანს, ათწლეულის დასაწყისს ახალი და საინტერესო გამოწვევებით შევხვდებით.

 

წყარო: adweek

როგორ დაბეჭდა 3D პრინტერმა მიქელანჯელოს „დავითის“ 0.1 მილიმეტრიანი ვერსია

„კაშკაში“ – პირველი ქართული ბრენდი „ლუტეციას“ ქსელში