ფორდი მიზნად ისახავს, საზოგადოების აღქმა შეცვალოს და პოზიციონირდეს, როგორც ქალებისთვის განკუთვნილი ბრენდი. სწორედ ამას ეხმიანება Wieden+Kennedy New York-თან პარტნიორობით შექმნილი კამპანია, სახელწოდებით „Dear Car Girl“.
ვიდეორგოლი შთამაგონებელ ფიგურებს მოიცავს, როგორებიც არიან ფორდის ინჟინერი ფერნანდა მედინა, მრბოლელი გაბი დაუნინგი. დრაგ-მრბოლელი ლორენ სტოუნი და სხვა. კითხვა-პასუხზე აგებული ნარატივი თუ წერილები კი თითოეული ქალის როლს თუ მიღწევას გამოკვეთს.