Dear Nostalgia — ასეთი პოეტური სახელწოდება აქვს Atelier Avéus-ის უახლეს კოლექციას, სადაც 3D ობიექტებით სიზმრისეულ და ამქვეყნიურ სამყაროს შორის ზღვარი იშლება… გარდა იმისა, რომ თითოეული ნივთი თავისი დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა, მათი შესაბამის სივრცეში მოთავსება ხელოვნების ერთგვარ კომპოზიციებს ქმნის.
“მოგიწოდებთ, დალიოთ ღვინო, ჭამოთ ხილი, აანთოთ სანთლები და შეიქმნათ განწყობა”, — ამბობს Atelier Avéus.

სიურრეალისტი ხელოვანებით შთაგონებული გარემო კომპიუტერულ გამოსახულებებშია წარმოდგენილი. ატელიემ გადაწყვიტა, თვალწარმტაცი ხედებისა და ყოველდღიური საგნების შერევით, ნოსტალგიური თემა შორეული რეალობის ვიზუალური ეფექტებით გაემდიდრებინა. ამასთან, სიურრეალისტურ განწყობებზე მიუთითებს კონკრეტული მინიშნებები: მცურავი რეკვიზიტები, თავისუფლად მდგარი ელემენტები, ფერწერული ფონები…

















