in

„დედა და ილია“ – SMH Sports-ის მხარდაჭერით, UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ოქტომბრის თვეში თბილისში გაიმართება UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია, რომლის ავტორი გიორგი კეკელიძეა. 

წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. გადმოცემულია გზა  სოხუმი – ჭუბერი – რუსთავი – ჰალე – რუსთავი – ალიკანტე – კალიფორნია. 

“დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია aPeople, სპონსორი – Gzavnili  და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU

მხარდამჭერები – La Gazzeta Dello Sport Georgia,  veli.store და ბიბლუსი

წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს საქართველოში “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, ან ონლაინ, veli.store-ზე შეეძლება.

წიგნი მომავალში ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცემა.

წიგნის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი – SMH Sports-ი. 

“დედაჩემი, ალბათ, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც სუპერგმირია. ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ და ყველაფერს აკეთებს შენთვის. მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია. დედა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ჩემს კარიერაში, მეხმარებოდა დიეტების დაცვაში, მამხნევებდა წონის კლებისას და როცა მჭირდება, სულ ჩემ გვერდით მეგულება. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი, ყოველთვის იცოდა, რომ მისი შვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. გიორგი კეკელიძის ეს წიგნი, რომელიც დედაჩემის ურთულეს გზას ასახავს და ჩემი გამარჯვებით გვირგვინდება, ჩემთვის ძალიან ფასეულია. მნიშვნელოვანია, თუ ჩემი განვლილი გზა, თუნდაც ერთ მკითხველს მისცემს მოტივაციას. ეს წიგნი მკითხველს ეტყვის – არ შეგეშინდეს, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და სირთულეებისა, არ შეაჩერო წინსვლა, არ შეაჩერო საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. ყველას შეუძლია საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს, მთავარია ამის სჯეროდეს.” – ილია თოფურია. 

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავტორმა გაითავისა ჩემი გზა, ჩემი აფხაზეთი, რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ ჩემი ტკივილის ნაწილი – ეს არის საქართველოს რეალური მატიანე, ოთხმოცდაათიანები, ომი, მარცხი, კრემლისგან ოკუპაცია, ტკივილი, გადარჩენა და გამარჯვება.

ილიას ჩემპიონობა კი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი – წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა, თუნდაც, ამ გამარჯვებისთვის.” – ინგა ბენდელიანი თოფურია.

პროექტის წარმდგენია – SMH Sports-ი.

SMH Sports-ის მხარდაჭერით, აქამდე გამოიცა გიორგი კეკელიძის წიგნი ”ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. ქართველი სპორტსმენების შესახებ გამოცემული წიგნების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვანი ქართველების ისტორიული გამარჯვება და გზა წარმატებამდე გაიცნოს, როგორც ადგილობრივმა მკითხველმა, ასევე ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული  გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.

SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.

SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.

SMH Sports -ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.

[R]

5 ბრენდი „მადისაღმძვრელი ვიზუალით” – ბრენდინგის ნიმუშები

საინტერესო ფაქტები ნარჩენების გადამუშავების შესახებ